აფხაზეთის მთავრობამ 2016 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

 

10 მარტს აფხაზეთის მთავრობამ 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო-ანგარიშის ჩვენება გამართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესის საბჭოს წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა.

 

Print