აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა საფლავები გვირგვინით შეამკეს

 

2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წევრებმა, აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკეს.


მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.

Print