25 დეკემბერს სრულიად საქართველოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II -ის ინტრონიზაციიდან 40 წელი შესრულდა

 

25 დეკემბერს სრულიად საქართველოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსის,  უწმიდესისა და უნეტარესის ილია II -ის ინტრონიზაციიდან 40 წელი შესრულდა.


უწმინდესმა საზეიმო ლიტურგია მღვდელმთავრებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა - იმავე ტაძარში და იმავე დღეს, როგორც 40 წლის წინ.

ამ იუბილესთან დაკავშირებით აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ პატრიარქს  გადასცა მოკრძალებული საჩუქარი - მოქანდაკე მიხეილ წოწორიას ნამუშევრებიდან საგანგებოდ შეირჩა ქვისგან გამოკვეთილი ქანდაკება „პატრიარქი“.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა: „გყავდეს ისეთი პატრიარქი, როგორიც ჩვენი უწმინდესია, არის ბედნიერება. ერის და ბერის სულიერი მამა, ადამიანი, რომელიც 40 წელია მუხლჩაუხრელად იღვწის ქვეყნის სულიერი აღმავლობისა და ერთიანობისთვის, რომლის როლიც ფასდაუდებელია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შენარჩუნებასა და აღორძინებაში, რომელიც   პატრიარქის უმძიმეს ჯვარს წლებია უდრტვინველად ატარებს..... ძნელია ასეთ დიდ პიროვნებას მიართვა ძღვენი..... მაგრამ ჩვენ გავბედეთ - მას ხომ  აფხაზეთისადმი განსაკუთრებულად თბილი და მშობლიური დამოკიდებულება აქვს..... პატივისცემით და მოწიწებით ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას  და დღეგრძელობას  ჩვენი ერის საკეთილდღეოდ”.

Print