აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება

 

2010 წლის  20 დეკემბერი

 

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის  დანიელის (დათუაშვილი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საპატიო სიგელით დაჯილდოების შესახებ

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

ადგენს:

აფხაზეთში საომარი მოქმედების დროს და დევნილობაში აფხაზეთის მოსახლეობის სულიერი სიმტკიცისათვის გაწეული ღვაწლის, დევნილი მრევლის რწმენაში გაძლიერების, მუდმივი მზრუნველობისა და მშობლიურ ადგილებში უეჭველი დაბრუნების იმედის გამყარებაში  შეტანილი უდიდესი წვლილისათვის მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) დაჯილდოვდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

ელგუჯა გვაზავა

 

 

Print