აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესახებ




აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესახებ

(ზოგადი ანალიტიკური ცნობა)

 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლება მიესალმება ამ უაღრესად მნიშვნელოვან, კონცეპტუალურ ჩარჩო – დოკუმენტის, რომელსაც დაეფუძნება ამ მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი პრაქტიკული ღონისძიებები. ჩვენი მიზანია სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულ იქნეს დევნილთა განსაკუთრებით მწვავე და სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები, რომელთა შორის ერთ-ერთი უპირველესია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და დროებით დაკავებული საცხოვრებლიდან მათი გამოსახლების ფაქტებთან დაკავშირებული ზნეობრივი და სამართლებრივი ასპექტები.


მიუხედავად ბოლო თვეებში ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მიღებული ზომებისა,  მთელი რიგი სარემონტო სამუშაოების ჩატარების კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში დევნილების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა. ამიტომ გრძელდება დევნილთა განცხადებების შემოსვლა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში არსებული სოციალ-ეკონომიკური და ყოფითი პრობლემების შესახებ. დევნილთა სოციალურ სიდუხჭირეს კიდევ უფრო ამძიმებს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა,  განპირობებული აფხაზეთის პრობლემის პოლიტიკური მოგვარების პერსპექტივაში არსებული გაურკვეველობით.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, გაითვალისწინა რა შექმნილი სიტუაცია, აფხაზეთის მთავრობასთან ერთად  ადგილებზე კონკრეტული ღონისძიებების განსახოციელებლად მიავლინა  კომპაქტური ჩასახლებების ცენტრებში დეპუტატები, მთავრობის წარმომადგენლები (გრძელდება მუშაობა გრაფიკით 2010 წლის იანვრიდან–ივნისის ბოლომდე).

 

შეხვედრების დროს მიღებული განცხადებების, თხოვნების უმეტესი ნაწილი                                                                               ოპერატიულად იქნა გადაწყვეტილი. ამასთანავე გარკვეულწილად დაძლეულია საინფორმაციო ვაკუუმი პოლიტიკურ პრობლემებთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე უმრავლესობა  მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს 2010წლის მაისში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში.

 

ცნობილია, რომ ამჟამად დევნილთა კომპაქტურ ცენტრებში ცხოვრობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა თითქმის 40%, ხოლო დანარჩენი კერძო სექტორში ნათესავებთან, ნაცნობებთან ან ნაქირავებ ბინებშია განთავსებული.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 სექტემბრის #643 ბრძანებულების თანახმად, ადგილობრივ ორგანოებს ევალებოდა დევნილების ორგანიზებული შესახლება უმოქმედო ობიექტებში, სხვადასხვა დაწესებულებების ადმინისტრაციულ შენობებში, ბაგა-ბაღებში, რაც მაშინ პრაქტიკულად არ განხორციელებულა. შედეგად მოხდა დევნილთა უკონტროლო შესახლებები ზემოხსენებულ და ასევე სამეურნეო დანიშნულების სხვა ობიექტებში, რომლებშიც ისინი დღემდე იმყოფებიან. 17 წლიანი ექსპლუატაციის შედეგად კომპაქტური განსახლების ობიექტთა უმრავლესობაში სერიოზული სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი. მოშლილია ელექტრო, წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემები. საცხოვრებული პირობები ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სანიტარულ ნორმებს. ბოლო პერიოდში ეს უმძიმესი სოციალური და ყოფითი პირობები კიდევ უფრო გაართულეს ზოგიერთი ობიექტის მეპატრონეთა აქტიურმა მცდელობებმა სხვადასხვა მიუღებელი ხერხებით გამოასახლონ დევნილები დაკავებული შენობებიდან ალტერნატიული ფართისა და კონპენსაციის გარეშე, რაც საზოგადოებაში სერიოზული დაპირისპირების მიზეზად იქცა.

 

ამ ფაქტების შესწავლამ დაადასტურა, რომ დევნილთა ჩასახლების ობიექტების გასხვისება-შეძენაში დაშვებულია სერიოზული სამართლებრივი გადაცდენები.

 

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქციის დაკარგვის დღიდან (1993 წლიდან) მიიღო 50-ზე მეტი დოკუმენტი: დადგენილებები, ბრძანებულებები, კანონები, რომლებიც ეხებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ასევე პოლიტიკური საკითხების დარეგულირებას.

 

ბოლოდროინდელი მონაცემებით, დევნილთა განცხადებებისა და მოთხოვნების ძირფესვიანად შესწავლამ გამოავლინა მთელი რიგი სერიოზული საკანონმდებლო ხარვეზები. 17 წლიანი დევნილობის პერიოდში მიღებული საკანონმდებლო აქტებიც კი, მხოლოდ ნაწილობრივ თუ პასუხობენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. არ არსებობს დევნილთა  განსახლების მარეგულირებელი ნორმები, კომპაქტური ცენტრებიდან გამოსახლებული დევნილები კი  რეალურად ისევ ხელახალ დევნილობაში ექცევიან.

 

სერიოზული ხარვეზებია  იძულებით გადაადგილებულ პირთა რეგისტრაციის საქმეშიც.  არ არის გათვალისწინებული ის ვითარება, რომ 17 წლის განმავლობაში გაიზარდნენ ბავშვები, შექმნეს ოჯახები, მათ ოჯახებს კი არ ენიჭებათ ახალი სარეგისტრაციო ნომერი, რაც იწვევს ახალშექმნილი ოჯახების უფლებებისა და ინტერესების იგნორირებას კომპაქტურად განსახლებული ცენტრების გასხვისების პროცესში. დამკვიდრდა ტენდენცია დევნილთა ოჯახების გადამისამართებისა, გაურკვეველ მისამართზე მათი რეგისტრაციისა, სადაც ამ ოჯახებს არასოდეს უცხოვრიათ;  კონკრეტული მისამართის ნაცვლად მითითებულია დასახლებული პუნქტი.   კომპაქტური   ჩასახლების   ობიექტებში მცხოვრები   მრავალრიცხოვანი   ოჯახების ხშირი მიგრაციის მიუხედავად, არ წარმოებს  საცხოვრებელ ადგილგამოცვლილ  დევნილთა რეგისტრაცია. დევნილები ითხოვენ ფაქტობრივი განსახლების   ადგილზე  რეგისტრაციას,  მაგრამ სრულიად გაუგებარი  მიზეზების                                                                                   გამო მათი ხელახალი რეგისტრაცია არ ხდება, ან მეტისმეტად ჭიანურდება.

 

დევნილთა მრავალი პრობლემა განპირობებულია არასრულყოფილი კანონმდებლობის არასრულყოფილად აღსრულებითაც.

ვითარებას  ისიც  ართულებს,  რომ  საკანონმდებლო  აქტების  არსებულ                                                                                 მდგომარეობასთან მორგებისა და დახვეწის ნაცვლად, დევნილებს თითქმის გაუუქმდათ ის მწირი შეღავათებიც, რომლებიც მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელ საარსებო პირობებს უქმნიდა მათ  (უფასო სამედიცინო მომსახურება, შეღავათები კომუნალურ მომსახურეობაზე,  ტრანსპორტზე და სხვა).

სერიოზული ხარვეზებია აგრეთვე საქართველოს კანონში “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” Oდა სხვა საკანონმდებლო აქტებსა თუ დებულებებში, რამაც გამოიწვია, ერთის მხრივ, ომის მონაწილეთა რიცხვის ფიქტიური გაზრდა, მეორე მხრივ, იმათი რიცხვის ხელოვნურად შემცირება, ვინც ნამდვილად იბრძოდა აფხაზეთში. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს (აფხაზეთის ა/რ მთავრობა ომის პერიოდში) თანამშრომელთაგან მხოლოდ  დაღუპულებს მიენიჭათ ომის მონაწილის სტატუსი, ხოლო საბჭოს  გადარჩენილ წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს ეს სტატუსი მოეხსნათ.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ომგამოვლილი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა საჭიროებს სერიოზულ სამედიცინო დახმარებას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტები კი ვერ აკმაყოფილებენ დევნილთა რეალურ მოთხოვნებს. უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ომის მონაწილეები და ინვალიდები; მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის დღევანდელი კრიტერიუმები არაადეკვატურია შრომისუნარიანობასთან.

სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს განათლების სისტემის დევნილ სტრუქტურებში არსებული პრობლემებიც.

დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით იკრძალებოდა ადგილნაცვალ პირთა შემცირება რეორგანიზაციისა და რეფორმების განხორციელებისას. დღეს ეს საკანონმდებლო ნორმა ფაქტობრივად არ მოქმედებს და შტატების შემცირების დროს სამსახურიდან უპირატესად დევნილ პირთა დათხოვნა ხდება.

 

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის თანადგომასა და მათთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენას ვთხოვთ არა იმდენად ხელისუფლებისთვის ბოლო პერიოდში დადასტურებული მხარდაჭერის გამო, არამედ ჩვენი საზოგადოების მაკონსოლიდირებელი ფუნქციის მატარებლობისთვის, ქვეყნის გამთლიანების საქმეში ეს ფუნქცია ობიექტურად მას ეკუთვნის და ძალუძს კიდევაც მისი შესრულება.

 

ცნობილია, რომ საქართველოს რეგიონებში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ქ. თბილისში დევნილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა, რაც,  მძიმე ტვირთად აწვება დედაქალაქს.   ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საქმიანობაში გრძელდება  ტენდენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო ოდენობის ხელოვნური შემცირებისკენ. მაშინ, როდესაც ოჯახთა რიცხვი კი არ კლებულობს, არამედ ბუნებრივად იზრდება, ხოლო მათთვის ადრე გამოყოფილი ფართი შეუძლებელს ხდის შემდგომ თანაცხოვრებას; ობიექტის გასხვისების შემთხვევაში კი ახალშექმნილი ოჯახის ფართის კომპენსაციის საკითხი გადაუწყვეტელია. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტი საქართველოს კანონის “იძულებით გადაადგილებულ პირთა,  დევნილთა შესახებ” მე-5 მუხლის  IV პუნქტის დარღვევით აწარმოებს მოლაპარაკებას ინვესტორთან საცხოვრებლის შემდგომი გასხვისების მიზნით დევნილის ნების საწინააღმდეგოდ და მათთან შეთანხმების  გარეშე.

 

სამწუხაროდ, ისედაც  არასრულყოფილი კანონის უგულვებელყოფამ  გამოიწვია ის, რომ თბილისის სასტუმროები “ივერია”, “აჭარა”, საკურორტო ობიექტები და სასტუმროები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ისე იქნა გასხვისებული, რომ ინვესტორების მიერ დევნილებისთვის გაცემულმა  საკომპენსაციო თანხამ ბინის საბაზრო ღირებულების 30%-იც კი არ შეადგინა.  საქმისადმი ამგვარმა მიდგომამ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გაუთვალისწინებლობამ და ინვესტორების მიერ გაცემული თანხის სიმცირემ იქამდე მიგვიყვანა, რომ დევნილებმა ვერანაირი საცხოვრებელი ფართი ვერ შეიძინეს, მკვეთრად გაზრდილმა მოთხოვნილებამ დიდად გაზარდა ფართის ფასი, დევნილები  საცხოვრებლის  გარეშე დარჩნენ  და მათ მიერ მიღებული ის მცირე თანხაც ნაქირავებ ბინებში იხარჯება. მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა მოახერხა ბინების ყიდვა ან დაგირავება (დღეს მათ არც ქირის გადახდის და არც დასაგირავებელი საშუალება აქვთ). დევნილთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მისასალმებელია  დაკავებული ფართის მათ საკუთრებაში გადაცემა, რაც 2008-2009წწ განხორციელდა.

 

დევნილთა კომპაქტური  განსახლების ობიექტებში წამოჭრილია ახალი პრობლემა- ყოველგვარი კონკურსისა და აუქციონის გარეშე წარმოებს მათი დროებითი საცხოვრებელი ფართის ფარული პრივატიზაცია. დევნილთა დეკლარირებული უპირატესი უფლება, კი მათ მიერ დაკავებული ფართის გასხვისების დროს, უგულველყოფილია. მოქმედებს მხოლოდ უწყებებს შორის საეჭვო გარიგებების მექანიზმი.

 

უკანასკნელი წლების მანძილზე დევნილებით ჩასახლებული სახელმწიფო ობიექტების გასხვისების გააქტიურებამ სერიოზული მორალური და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა დევნილებს.

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ აქტიური საომარი მოქმედებები შეწყდა 1993 წლის სექტემბერში და დევნილები იმავე წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩაასახლეს კომპაქტურ დასახლებებში (საერთო რაოდენობის 42%), მაგრამ ცნობის მიღება მათი ჩასახლების ნამდვილი თარიღის მითითებით დღეს შეუძლებელია. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შეუძლია რეალურად მისცეს ოფიციალური ცნობა, რომელშიც  ჩასახლების  თარიღად  მითითებულია  მხოლოდ  1996 წელი (?!). რაც შეეხება დევნილთა მიერ დაკავებული ფართების დაუფლების მსურველებს,  მათზე გაცემული საბუთები (იჯარა, გამოსყიდვის უფლება, ორდერი), როგორც წესი,  დათარიღებულია 1995  და უფრო ადრინდელი წლითაც.. პარადოქსული ფაქტია, რომ ე.წ. “მესაკუთრეებს” თავიანთი “საკუთრება” ახსენდებათ მრავალი წლის შემდეგ! სამწუხაროდ, სასამართლოებმა ამ კატეგორიის Eსაქმეთა წარმოებაშიB მიღება ნორმად  აქციეს,  მიუხედავად  უსაფუძვლო და საეჭვო  არგუმენტებისა  (იჯარა, გამოსყიდვის ან ორდერების გაცემა და სხვა).

 

ეს ობიექტები დევნილებმა საკუთარი ძალებითა და სახსრებით ელემენტარულ საცხოვრებლად აქციეს. დღეს, 10-15 წლის შემდეგ, გამოჩნდნენ “ორდერიანი მესაკუთრეები”, რომლებსაც ბინის ნომერიც კი აქვთ მითითებული და “ემთხვევა” ზუსტად დევნილთა მიერ ფაქტიურად აშენებულ ფართს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ამ ყალბი ორდერების ვიტომ გაცემის მომენტისთვის ცხრა სართულიანი სახლის კარკასი არც აცდენია მეოთხე სართულს (?!), მსგაცსი ფაქტები, რაც არ შეიძლება აღშფოთებას არ იწვევდეს. ამ და მრავალ სხვა ფაქტზე არსებობს სასამართლოების მიერ სააღსრულებლო ბიუროებისთვის დევნილთა გამოსასახლებლად გადაცემული სააღსრულებო ფურცლები. მესაკუთრეები ყოველნაირად ცდილობდნენ  დევნილთა გამოსახლებას სხვადასხვა კომპაქტური ცენტრებიდან, როგორიცაა:

 

_ ქ. თბილისი, ბაღის ქუჩა #7-ში მდებარე, ყოფილი აბანოს შენობიდან (მოსარჩელე ვ. გაჩეჩილაძე);

 

_ ქ. თბილისი, გურამიშვილის #39-ა, ს/ს “თბილმრეწმშენი”-ს ყოფილი ადმონისტრაციული შენობიდან 7 დევნილი ოჯახის (მოსარჩელე გ. ნიჟარაძე);

 

_ ქ. თბილისი, გაბრიელ ეპისკოპოსის #12-ში მდებარე კომპაქტური ჩასახლებიდან

(მოსარჩელე პ. კაზაკაშვილი);

 

_ ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა #77-ბ, სეისმური ობსერვატორიის შენობიდან 20 დევნილი ოჯახის  (სეისმური ობსერვატორიის ხელმძღვენელობის მოთხოვნის საფუძველზე);

 

_ ქ.თბილისი, დიღმის მე-4 მ/რ, მე-13 კორპუსში მცხოვრები 15  დევნილი ოჯახის;

 

_ ქ. თბილისი, ნუცუბიძის პლატოს 34-ე კორპუსის კომპაქტური ჩასახლებიდან.

 

_ ქ. თბილისი, წყნეთის დასახლება, გურამიშვილის #5 და #18-ში მცხოვრები დევნილების;.

 

სამწუხაროდ დევნილთა გამოსახლების ანალოგიურ ფაქტებს დღესაც აქვს ადგილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

 

მიუხედავად ხელისუფლების მიერ მიღებული ზომებისა, გრძელდება კოლექტიური ჩასახლების ობიექტებიდან დევნილთა წერილობითი საჩივრების მიღება, მათ შორის:

 

_ ქ. თბილისის ლილოს დასახლებაში (იუმაშოვის ქ. #5), სადაც დევნილების 6 ოჯახი (სულ 38 ადამიანი) ცხოვრობს 1998 წლიდან შენობაში, რომელიც არის ამორტიზირებული (600მ.კვ), საჩქაროდ სჭირდება სახურავის სერიოზული შეკეთება. ამ გაუსაძლის მდგომარეობას ემატება, ის რომ ობიექტის მეპატრონე მაცხოვრებლებს უქმნის აუტანელ პირობებს. Mმიმდებარე ტერიტორიაზე მან შემოიყვანა შინაური ცხოველები, გახსნა რკინის საამქროები. შენობის  ეზოში სუფევს ანტისანიტარია, რაც ქმნის ინფექციური ავადმყოფობის წარმოშობის საშიშროებას.

 

_ ასევე უმძიმესი მდგომარეობაა ქ.თბილისში უ. ჩხეიძის ქ.#8-ში, სადაც შესახლებულია 2008წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ზემო აფხაზეთიდან გამოსული დევნილების 100 ოჯახი. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, სახურავი თითქმის მთლიანადაა გამოსაცვლელი. საერთოდ არ არის ელექტრო და წყალგაყვანილობა.

 

_ გაუსაძლის პირობებში Uუწევთ ცხოვრება დევნილებს, რომლებიც არიან 3-4 თვის წინ შესახლებული გლდანის რაიონში მდებარე ქ. თბილისის #167 სკოლაში, სადაც 35-მდე ოჯახი სპორტდარბაზში ცხოვრობს, ამას ეწინააღმდეგება ადგილობრივი ადმინისტრაცია.

 

-კოლექტიური განცხადება სამგორის რაიონი, ენუქიძის ქ.#7-დან  - აქ 47 ოჯახია რეგისტრირებული. აწვიმს, სველი წერტილები გამოსულია მწყობრიდან, აქ ჩასახლებულბმა რამოდენიმეჯერ მიმართეს განცხადებით დევნილთა და განსახლების სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ.

 

- მუხიანი, გლდანი, დუმბაძის ქუჩა, ყოფილი რადიოქარხანა, ცხოვრობს 30 ოჯახი (ეს ოჯახები რეგისტრირებულნი არიან კერძო სექტორში ნათესავებთან,  მეგობრებთან.  კრიზისის  დაწყებიდან  აღმოჩნდნენ  ქუჩაში, ვინაიდან არ აქვთ ქირის გადახდის საშუალება, ნათესავებთან მცხოვრებ ოჯახებს შეექმნათ პრობლემა, რადგანაც მესაკუთრეებმა გაასხვისეს თავიანთი ბინები და ა.შ.). დარჩენილია 10-12 ოჯახი, დანარჩენები გაყარეს (ისინიც არ არიან რეგისტრირებულნი).

 

- გლდანის II მიკრირაიონი, ყოფილი სახლმართველობის ადმინისტაციული შენობა, ,შესულია უბინაო 5 დევნილი ოჯახი (რეგისტრირებულნი არიან ქ. თბილისში და გარეუბანში სხვადასხვა მისამართზე კერძო სექტორში), რომლებსაც ემუქრებიან გამოსახლებით.

 

--ვარკეთილი, მე-3 მიკ.3ა კორპ. (მიუსაფარ ბავშვთა ყოფილი ბაღი), განთავსებულია 13 ოჯახი, არიან რეგისტრირებულნი. შენობის სახურავი საჩქაროდ შესაკეთებელია, აწვიმს, სველი წერტილები გამოსულია მწყობრიდან. არის სრული ანტისანიტარია.

 

- სამგორის რაიონი,მოსკოვის პროსპექტის 9ა, “თბილმარგარინმრეწვი”-ს საერთო სახოვრებელში მე-4 სართულზე მცხოვრები 22 ოჯახი, განთავსებულია იქ აფხაზეთის დაცემიდან (1993 წლის ბოლოდან). ამ ობიექტს გამოუჩნდა რამოდენიმე მესაკუთრე, რომლებიც რეალურად ანგრევენ და ყიდიან ყველაფერს.  დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ მე-4 სართულზე, შიშით შეჰყურებენ I, II, III სართულების კედლების დაშლას, აგურის ბლოკის, რკინის კონსტრუქციების დემონტაჟსა და გატანას.

 

-          უმძიმეს მდგომარეობაშია 150 ოჯახი, მცხოვრები სასტუმრო “ამირანში”, სადაც  გაუმართავია სანტექნიკა, ელექტროენერგიის მიწოდება უწყდებათ თვეში თითქმის 10-12 დღე. არ არის გადაწყვეტილი ამ ობიექტის პრივატიზაციის საკითხი.

-

აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა კონკრეტულად შეესწავლა ზოგიერთი შემოსული წერილი, დადგინდავ:

 

1.კანონის სრული უგულებელყოფით და ფარულად გაიყიდა წყნეთში (კომპაქტური დასახლების) “საქჰიდროენერგომშენის” ყოფილი აგარაკების ორი სამსართულიანი კორპუსი (სულ 81 ბინა)  მიმდებარე ტერიტორიით. აღსანიშნავია, რომ ქონების  მართვის სამინისტროსა და შპს “ჰიდრო”-ს შორის 1997 წელს გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაში აღნიშნული ვალდებულებები არ სრულდებოდა 2006 წლის იანვრამდე და  თუ ასეთი ხელშეკრულება  მართლა არსებობდა 1997 წლიდან, ის ბათილად უნდა ყოფილიყო  ცნობილი  სამინისტროს  მიერ.  ეჭვს  ისიც იწვევს,  რომ   დევნილებით დასახლებულ  ობიექტზე  გაფორმდა  საიჯარო  ხელშეკრულება. მეტიც, შპს “ჰიდროს” საკუთრებაში ჯერ არარსებული, დევნილებით დასახლებული ბინები შპს –ს ხელმძღვანელობამ მიჰყიდა არადევნილ მოქალაქეებს (დევნილების ინფორმაციით, თითო - 8 ათას აშშ დოლარად) და ამ არაკანონიერი გზით მოპოვებული თანხით ფარულად, დევნილებთან შეუთანხმებლად 2006 წლის ივლისში დაისაკუთრა მთელი ხსენებული ქონება, რომელიც ეკონომიკური განვითარების  სამინისტრომ რატომღაც სიმბოლურ  ფასად მიჰყიდა შპს “ჰიდრო”-ს -  საცხოვრებელი ფართი  (3433 კვ.მ) გასხვისდა– 112 000 აშშ დოლარად, ე.ი. 1კვ.მ. გაიყიდა დაახლოებით  30 დოლარად,” ხოლო მიწის ნაკვეთი (8141  კვ.მ) – 94 000 ლარად ანუ 1 კვ.მ. - 11,5 ლარად.

 

ასეთ ვითარებაში  ცინიკურად ჟღერს ეკონომიკური განვითარების  მინისტრის ყოფილი მოადგილის ბ-ნ კ.დამენიას პასუხი ჩვენდამი, რომ დაბა წყნეთში  მდებარე რ\გ “საქჰიდროენერგომშენი”-ს  ბალანსზე რიცხულ დასასვენებელ სახლებზე შპს “ჰიდრო”–ს საკუთრების უფლება დაუდასტურდა საკონკურსო პირობების შესრულების პირობით, შესაბამისად ის ვალდებულია  უზრუნველყოს  სააგარაკო ბინებში დროებით მცხოვრები ლტოლვილებისათვის საყოფაცხოვრებო ვალდებულებების  გაუმჯობესება და მათი საიჯარო ქირისაგან  განთავისუფლება, მათი იქ ცხოვრების პერიოდში.

 

აღნიშნული პირობა, როგორც სამინისტროსთვის ცნობილია, დღესაც  ძალაშია.   სინამდვილეში კი ერთადერთი  რაც შპს “ჰიდრო”-ს  ხელმძღვანელობამ  დევნილებს გაუკეთა ის იყო, რომ სასამართლოში შეიტანა სარჩელი  დევნილთა გამოსახლების მოთხოვნით.

 

2. საიდუმლოდ, დევნილებთან შეთანხმების გარეშე, ჩალის ფასად მიეყიდა,  დევნილებით დასახლებულ ობიექტებთან ერთად (ყოფილი პიონერთა ბანაკი) 9650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შპს  “ევროსერვის”-ს  წყნეთში, გურამიშვილის ქუჩაზე. არც აქ არ უფიქრია  არავის  დევნილთა  პირობების  გაუმჯობესებაზე, მხოლოდ  გამოსახლების

დადგენილებებს უგზავნიან მათ, როგორც არამართლზომიერ მფლობელებს აღნიშნული  ქონებისა.

 

3. 149 მილიონ კუპონად შეუსყიდია  დაბა წყნეთში, გურამიშვილის ქ.#5 ბინა 9 (თანხა გადახდილია 1995 წლის აგვისტოში), თბილისში, ცოტნე დადიანის  ქ. #303, ბინა 57(ოთხოთახიანი ბინა) მცხოვრებ ფინანსთა    სამინისტროს თანამშრომელს, მოქალაქე მზია ბერუაშვილს. მასვე თბილისში, ტოროშილაძის ქუჩაზე  მშენებარე  კორპუსში  საქართველოს  რესპუბლიკის  ფინანსთა  მინისტრის  1994  წლის  18 მარტის  #33 ბრძანებით  შექმნილმა საბინაო-საყოფაცხოვრებო საკითხთა კომისიამ გამოუყო  ერთოთახიანი B ბინა. თბილისში  ორი ბინის მეპატრონე  მარტოხელა მ. ბერუაშვილს  წყნეთში მესამე  (დევნილებით დასახლებული 1993 წლიდან) ბინის შესყიდვის ყველა პირობა შეექმნა და მხოლოდ 2002 წელს გახდა ცნობილი, რომ  ხსენებული ბინის მესაკუთრე  მ.ბერუაშვილი ყოფილა, მაგრამ რატომღაც თავისი საკუთრება 2002 წლამდე არ მოუკითხავს, ხოლო დევნილებისთვის არც  მათი ჩასახლების დროს და არც შემდეგ არავის უცნობებია ბინის მესაკუთრის შესახებ. მიუხედავად ამისა, სასამართლოებმა საქმისწარმოებისას, არ გაითვალისწინეს არც “საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ”, არც ი.გ.პ.-თა მიმართ “სახელმწიფო სტრატეგია”. საპროცესო და მატერიალური სამართლის მრავალრიცხოვანი ნორმების უხეში დარღვევით გამოსახლების განაჩენი გამოუტანეს რეხვიაშვილების  დევნილ ოჯახს. აღსანიშნავია, რომ იგივე მისამართზე დევნილებით დასახლებული ბინების სამ სხვადასხვა მესაკუთრეს  სასამართლოებმა დევნილთა პირობების  დაკმაყოფილება დააკისრა.

 

4. ადრე დევნილებით დასახლებული ობიექტების ყიდვა-გაყიდვა საიდუმლოდ და სიმბოლურ  ფასად თუ  ხდებოდა,  დღეს  “ გამჭვირვალე”,  აუქციონის   გზა  გახდა მიღებული.    2007  წლის  21 ივნისს  აუქციონის    ფორმით  გაიყიდა    ყოფილი

 

“ჰიდროპროექტის” მთელი ქონება 2 მილიონ  60 ათას აშშ დოლარად  (9 ობიექტი თბილისში – 1 წყნეთში 24 ბინიანი კორპუსი). მეპატრონე გახდა ფრანგული “რესპუბლიკა ბანკი”-ს  აქციონერი ბ-ნი  პაატა  გაზაკაშვილი, რომელმაც სიმბოლურ ფასად   ნაყიდი   (წყნეთი, გურამიშვილის #1),  14 წლის  მანძილზე  დევნილებით                                                           დასახლებული ობიექტის, მასშივე მაცხოვრებლზე საბაზრო ფასად მიყიდვა გადაწყვიტა. მეპატრონისადმი პრეტენზია ვერ  გვექნება-ეს მისი ნებაა. რაც შეეხება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს,  აქ მრავალი კითხვა გვებადება:  რატომ არ შეიძლებოდა თუნდაც იგივე ფასად,  ან მეტად,  რა ფასადაც მიეყიდა ეს ობიექტი მდიდარ ბანკირს-მიეყიდათ ღარიბი დევნილებისთვის? თუ შეიძლებოდა შპს –ებზე 1 კვ.მ  საცხოვრებელი ფართის  დაახლოებით 30 აშშ  დოლარად და  1 კვ.მ მიწის  9 აშშ  დოლარად მიყიდვა,  რატომ ეკრძალებათ იგივე დევნილებს? რატომ ხდება დევნილთა ინტერესების იგნორირება, მათი მოთხოვნების უგულვებელყოფა., რაც ეკონომიკის სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელობამ გააკეთა.

 

დევნილთა ღირსების შემლახავი Fეს და სხვა ფაქტები, სამართლიანად იწვევს ი.გ.პ.-თა აღშფოთებას, რაც არ შეიძლება დაფარული იყოს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის.

 

5. ხაბეიშვილის ქუჩაზე #75 (ყოფილი ჭავჭავაძის 51/2, ყოფილი ეკოლოგიის სამეცნიერო კვლეთი ცენტრში), სადაც დევნილთა 15 ოჯახმა მიტოვებული შენობა გამოასუფთავა; როგორც მათი განცხადებიდან ირკვევა, ამ ობიექტიდან მათ მიერ გატანილ იქნა წლების განმავლობაში დაგროვილი 50-ზე მეტი სატვირთო მანქანა ნაგავი.  გადაუწყვეტელია ამ ობიექტისა და აქ შემოსული მობინადრეების ბედი.

 

6. გაურკვეველია სასტუმრო “ხიბლში”, პეკინის ქუჩა #44-ში მცხოვრები 40-მდე დევნილი ოჯახის ბედი. 12 სართულიანი შენობის YVII_XII სართულებზე მცხოვრებმა დევნილებმა თავიანთი დანაზოგით გაარემონტეს ოთახები, ლიფტი, ელექტროგაყვანილობა, დააყენეს ინდივიდუალური ელექტრომრიცხველები, გააკეთეს გაზიფიცირება.  2009  წელს ამ  შენობაში  ჩატარდა  დევნილთა დაკავებული ფართის აზომვა (საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით), მაგრამ დევნილებისათვის საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ნუსხაში “ხიბლი” ჯერჯერობით შეტანილი არ არის. აღსანიშნავია, რომ შენობის YVII-XII (სადაც განსახლებულია დევნილები) სართული ირიცხება სააქციო საზოგადოება “ტრანმშენის” ბალანსზე, ხოლო შენობის დანარჩენი სართული უკავია ორ კერძო სასტუმროს, თავადაზნაურთა სკოლას და ადგილობრივ მაცხოვრებლებს საცხოვრებელ ბინებად.

 

მთავრობის მიერ მიღებული დევნილთა სტრატეგიის თანახმად, ეს ოჯახები კატეგორიების მიხედვით უნდა იყვნენ დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით.                                                                                   ამისთვის არსებული მიტოვებული სხვადასხვა შენობები უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი. 2008 წლის მოვლენების, ცხინვალის რეგიონის დევნილთა ნაკადის შემოსვლის პერიოდში დედაქალაქის სხვადასხვა ობიექტებში ინტენსიურად დაიწყო აფხაზეთიდან გადმოსული დევნილების შესვლა უმოქმედო (სახელმწიფო საკუთრების) ობიექტებში, რომლებსაც არ გააჩნდათ არავითარი საცხოვრებელი ფართი. რეალურად კომპაქტური ჩასახლების გარეშე დარჩენილი ოჯახების თითქმის 80% მეტს არ აქვს არავითარი საცხოვრებელი ფართი.   დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ის არ ფლობს განკარგვის უფლებას ამ ობიექტებზე, რათა ეს ოჯახები დააკმაყოფილონ მინიმალურად მაინც. ასევე გაურკვეველია რამდენ ხანს გაჭიანურდება სათანადო ობიექტების გადაცემა დევნილთა სამინისტროსათვის.  ამ მიზეზით დევნილები თვითონ ეძებენ და თვითნებურად იკავებენ შენობებს, საიდანაც ხდება მათი ძალადობრივი გამოსახლება.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრომ 3-4 წლის წინ პრაქტიკულად შეაჩერა რეგისტრაცია. ეს კი ბუნებრივი მიგრაციის პირობებში ქმნის ხელოვნურ პრობლემებს. გარდა ამისა, ასეთი გადაწყვეტილება არღვევს დევნილ მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს; რამდენიმე ასეული ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ 15 წელზე მეტია ცხოვრობს დედაქალაქში, (ბავშვებმა აქ დაამთავრეს საშუალო სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი და მუშაობენ კიდეც)  ნაქირავებ ბინაში და ახლო ნათესავებთან,  მაინც რჩება რეგისტრაციის გარეშე.

 

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შევიწროება დევნილობაშიც                                                                                 გრძელდება, ოღონდ ამჯერად სასამართლოების მიერ ყალბ საბუთებზე დაყრდნობით გამოტანილი განაჩენების შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამო. მეორედ გამოსახლების მოლოდინში, საქართველოს ეს მოქალაქეები სისტემატიურ სტრესს განიცდიან.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იაშვიათია დევნილი, რომელსაც არ ჰყავს აქ დაკრძალული ოჯახის ერთი ან რამდენიმე წევრი, რაც სხვაგან გადასახლების შემთხვევაში გამოიწვევს ამ ადამიანებში საფლავების მეორედ მიტოვებას.  ყურადსაღებია ისიც, რომ ჩასახლების მიკროზონებში ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით ჩამოყალიბდა მიკრო-ინფრასტრუქტურა (სკოლა, პოლიკლინიკა, საბავშო-ბაღი, მუსიკალური სკოლა და სამხატვრო სტუდია, სპორტული დარბაზი და სხვა), სადაც დევნილებია დასაქმებული და  მათი დაშლა შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთში დაბრუნების შემთხვევაში; სხვა მიზეზით კი ეს აღიქმება ძალადობად, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად, ომით გამოწვეული ტრაგედიით გატანჯული ადამიანების პერმამენტულ დევნად.

 

1993 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლებამ დევნილთა სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო, როგორც ზემოთ აღინიშნა, 50-ზე მეტი დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, სამართლებრივად არ იქნა განხილული დევნილთა მატერიალური ზარალის (რომ არაფერი ვთქვათ მორალური) კომპენსაციის საკითხები.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2006წლის 14 თებერვლის #124 ბრძანებულებით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ აფხაზეთის ა/რ და ცხინვალის რეგიონში უძრავი ქონების აღრიცხვა დაიწყო. სამინისტროში შეიქმნა შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. დევნილთა რეგისტრაციის პერიოდში იქნა შედგენილი სათანადო ქონებრივი დეკლარაციები. რეალურად გადაიდგა ნაბიჯი დევნილთა ოჯახების ქონებრივი მდგომარეობის დადასტურებისაკენ. პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით გაურკვეველია, რატომ არ იქნა ბოლომდე მიყვანილი დევნილთა საკუთრების დადასტურებისAპროცედურა. მოწინააღმდეგე მხარე  აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში ასხვისებს ამ საკუთრებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, აქ კი სახელმწიფო რეესტრი არ იძლევა საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში შექმნილი სტრუქტურა გაუქმებულია და მუშაობა ამ მიმართულებით შეწყვეტილია.

 

სამწუხაროდ დღეს აფხაზეთში დევნილი მოსახლეობის მიერ დატოვებული უძრავი ქონების (თითქმის 100 ათასი ოჯახის)  ზარალი  დღემდე  მიახლოებითაც  არ  არის დადგენილი. Mმიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მიიღო კანონი “საკუთრების რესტიტუციის შესახებ”, მისი განხორციელება ჯერ არ დაწყებულა, არ შექმნილა რესტიტუციისა და კომპენსაციების საკითხთა კომისია, რასაც ითხოვს Aაღნიშნული დოკუმენტი. ხოლო პროექტით “ჩემი სახლი”Aადგილნაცვალ პირთა უძრავი ქონების შესახებ ინტერნეტის ვებ-გვერდზე განთავსებული მონცემები, რომლებმაც ინფორმაციულად უნდა დაბლოკოს საკუთრების შეძენა უკანონო მესაკუთრისგან, ვერ უზრუნველყოფს აფხაზეთში დევნილთა ქონების უკანონო გასხვისებისაგან დაცვას.

 

ამასთანავე ეს პროექტი შეიცავს სერიოზულ სამართლებრივ, ტექნიკურ და პროცედურულ ნაკლოვანებებს. კერძოდ, სახელმწიფოში არანაირი ქმედითი მექანიზმი არ არსებობს, რომელიც უზრუნველყოფს უძრავი ქონების განკარგვისა და ექსპლუატაციის უფლებას სრული სამართლებრივი გარანტიებითა და მექანიზმებით, მით უმეტეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.   სინამდვილეში ამ ზარალის რაოდენობა (ომამდელი კურსით) მინიმალურ ფასებში შეადგენს (მარტო დევნილი მოსახლეობის) 3 მილიარდ დოლარს. ამ დროს დეფაქტო სეპარატისტული ხელისუფლების მესვეურებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ომის შედეგად აფხაზეთისთვის მიყენებული ზარალი შეადგენს 15 მილიარდ დოლარს.                                                                                   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია “დევნილთა სტატეგიის შესახებ” საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, განახორციელეს დევნილი ოჯახების კატეგორიების დიფერენცირება, რომელთა პრობლემების გათვალისწინებით უნდა მოხდეს მათი სოციალური, ყოფითი საკითხების  მინიმალურად  მაინც  მოგვარება.   ამისთვის  საჭიროდ  მიგვაჩნია შემდეგი საკითხების გადაწყვეტა:

 

1. დაჩქარდეს კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის პროცესი, რომელიც დღემდე გაურკვეველი მიზეზებით შეჩერებულია. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კომპაქტური განსახლების ობიექტების  კომუნალური მომსახურების ინფრასრუქტურა გამოსულია მწყობრიდან, ასევე შესაკეთებელია უმეტეს შენობათა სახურავები.

 

2. დროში უნდა იყოს გაწერილი - ვის მიერ, რა სახით და როდის იქნებიან დაკმაყოფილებული იმ შენობებში მცხოვრები დევნილთა ოჯახები, რომლებიც არ ექვემდებარება მათთვის საკუთრებაში გადაცემას.

 

3. დასადგენია იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ცხოვრობენ ქირით, გირაოთი, ნაცნობებთან, ნათესავებთან და 2008წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღმოჩნდნენ უკიდურესად მძიმე მატერიალურ პირობებში, რადგანაც დაკარგეს                                                                                 (კრიზის გამო) დროებითი სამუშაო ადგილები და იძულებული არიან საარსებო მინიმუმის მოსაპოვებლად დროებით სამუშაოდ  გავიდნენ საზღვარგარეთ                                    (ოჯახის სხვა წევრები დატოვებული ჰყავთ საქართველოში).

 

4. სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას დევნილთა ბოლო რეგისტრაციის დროს დაშვებული შეცდომები, რადგანაც სრულიად უკანონოდ მიგვაჩნია ერთ საცხოვრებელ მისამართზე (ფართზე) მიწერილი სხვადასხვა ადამიანების და დევნილობის პერიოდში ერთ საოჯახო ნომრად რეგისტრირებული ახლად შექმნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისას მათი, როგორც ერთი ოჯახის გახილვა.

 

5. ელემენტარული უფლებებისა და კონსტიტუციის აშკარა დარღვევაა, რაც ხდება დევნილთა რეგისტრაციის საქმეში. რეალურად უკვე 3-4 წელზე მეტია_ ქ.თბილისში შეწყვეტილია იძულებით გადაადგილებულ იმ პირთა რეგისტრაცია, რომლებმაც ნათესავებისა და მეგობრების დახმარებით თავად გამონახეს საცხოვრებელი ფართები. ამასთანავე, დევნილთა გარკვეულმა ნაწილმა მოახერხა დასაქმება სხვადასხვა ფირმებში, უწყებებში, შეძლეს ბინის ქირის გადახდა კერძო სექტორში და, მაინც, უკვე 10-15 წელია, ზოგიერთი ოჯახები  ვერ გადიან რეგისტრაციას. (მიუხედავად იმისა რომ შვილები სკოლაში შეიყვანეს დედაქალაქში, დაამთავრეს სკოლა, უნივერსიტეტი და ზოგიერთი დასაქმებულია სხვადასხვა სტრუქტურებში).

 

6. წლების განმავლობაში ვერ გადაწყდა იმ დევნილთა რეგისტრაციის საკითხი, რომლებიც იძულებული გახდნენ დროებით გასულიყვნენ სამუშაოდ საზღვარგარეთ. ასევე გაურკვეველია იმ დევნილების ბედიც, რომლებიც ასევე გასული არიან საზღვარგარეთ და ვერ ახერხებენ ყოველ 6 თვეში საპენსიო სააგენტოში, დევნილთა სამინისტროში რეგისტრაციის გავლას. Aამ  მიზეზით, მოქმედი მინდობილობის მქონე მის ოჯახის წევრს მაინც უწყდება პენსიისა და დახმარების თანხის გაცემა. ანალოგიური პრობლემა აქვს გალის რაიონში მცხოვრებ უმწეო, სარეცელთან მიჯაჭვულ დევნილთა უმრავლესობას. არადა ამ პრობლემის მოხსნა გალის რაიონში ძალიან მარტივად შეიძლება წითელი ჯვრის ან სხვა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩვენი ქვეყნის საკონსულოების მეშვეობით, სადაც სერიოზული დანახარჯის გარეშე შეუძლიათ ჩვენს მოქალაქეებს  რეგისტრაციის  დაფიქსირება  (რომ ცოცხალია).Aამავე გზით  შეიძლება გაიაროს რეგისტრაცია ათასობით აფხაზეთიდან დევნილმა, რომელიც აფხაზეთის დაცემის დღიდან მატერიალური სიდუხჭირის გამო ვერ ახერხებს,  საქართველოში  ჩამოსვლას  (უკრაინიდან,  ბელორუსიიდან,   რუსეთის ფედერაციიდან და ევროპის ქვეყნებიდან) და დღემდე არ ყოფილა აღრიცხული.

 

7. უწყებათაშორისო შეთანხმებით გადასაწყვეტია კიდევ ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც ეხება სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ უმოქმედო ობიექტებს,  სადაც უმთავრესად 2008  წლის  აგვისტოს  მოვლენების შემდეგ შესახლდა დევნილთა ის ოჯახები, რომელთაც არა აქვთ საშუალება გადაიხადონ ბინის ქირა. მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებულებიც. ასეთ ობიექტთა რიცხვი ამჟამად 2 ათეულზე მეტია. რატომღაც ამ შენობა-ნაგებობებს დღეს გამოუჩნდნენ მყიდველები და ცდილობენ დევნილების გამოსახლებას ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე.

 

8. ასევე გაურკვეველია რეაბილიტაცია, რა კომპენსანციას მიიღებენ ის დევნილი ოჯახები, რომლებმაც მოახერხეს რაღაც საცხოვრებლის, უმთავრესად ამორტიზირებული ფართის შეძენა,  მაგრამ წლების განმავლობაში უსახსრობის გამო ვერ შეძლეს სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ცნობილია, რომ რეალურად კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე შეძლეს საცხოვრებელი ფართის შეძენა,  დღითი დღე მძიმდება, რადგან ისინი არ სარგებლობდნენ არანაირი  კომუნალური  შეღავათებით, არ არიან დასაქმებული; ჰუმანიტარული დახმარების   პროგრამაში ისინი  იშვიათად ხვდებიან და ა.შ. ამიტომ ამ კატეგორიის დევნილთა ოჯახებისთვის კომპენსანციის გაწევა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

 

9. ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის დადგენისა და რეაბილიტაციის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებითა და საქართველოს კანონის მოთხოვნის თანახმად (“საკუთრების რესტიტუციის შესახებ”), შეიქმნას რესტიტუციისა და კომპენსაციების საკითხთა კომისია. A დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ამ საკითხის გადაწყვეტა არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საქმეში.

 

ამრიგად, ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, გადაუწყვეტელი რჩება მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებენ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.     მიზანშეწონილად მიგვაჩნია არსებული პრობლემების გადასაწყვეტად ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს საკანომდებლო ბაზისა და უწყებრივი ბრძანებების, დებულებების დახვეწა.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭო

 

 

ქ.თბილისი,

2010 წლის 15 აპრილი

 

გაეგზავნა ელექტრონული ვერსია:

1. საქართველოს პარლამენტს, 15. 03 2010წ

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს; 19.03.2010წ

3. საქართველოს სახალხო დამცველს; 19.03. 2010წ

4. აფხაზეთის ა/რ მთავრობას; 19 03.2010წ

5. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს კომისიებს; 19.03.2010წ

6. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებს 10.03.2010წ

 

შემსრულებელი:

1. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  ანზორ წოწონავა

2. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ასაკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია

 

Print