error
„გვახსოვდეს აფხაზეთი - რუსეთის უკანონო ოკუპაციის 25 წელი (1993-2018)“


აღნიშნული ღონისძიების წარმართვის მიზნით ქ. სტრასბურგს ეწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისტორიკოსი, პროფესორი ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ბატონი ზურაბ ჯგუბურია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრი ქ-ნი მანანა ქვაჩახია.

 

ღონისძიება გახსნა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა. დაგეგმილ ღონისძიებაზე ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ თემატიკაზე და მიმდინარე ოკუპაციაზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საექსპოზიციო, ფოტო და ბეჭდური დოკუმენტალური მასალის გამოფენა და გავრცელება, ასევე მოხდა რამდენიმე თემატური (აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემების,  უკანონო ოკუპაციის  25-წლიანი  პერიოდის ამსახველი ფოტოდოკუმენტალური კრებულის, აფხაზეთში  განხორციელებული ქართველთა ეთნიკური წმენდის  შესახებ) წიგნის პრეზენტაცია.

აღნიშნულ შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ქ. სტრასბურგის ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან არსებული საკვირაო სკოლის პედაგოგები, ქართული დიპ.კორპუსის შემადგენლობა, საპატიო სტუმრები

ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმილი იყო საპატიო სტუმრების დაჯილდოება და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრის მხრიდან საკვირაო სკოლისათვის საგანმანათლებლო მასალის საჩუქრად გადაცემა.

 



ანგარიში

 

სტრასბურგში, ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, აფხაზეთის  ოკუპაციის 25-ე  წლისთავისადმი  მიძღვნილი  ღონისძიების ჩატარების

შესახებ

ღონისძიების  ორგანიზატორები : საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო -

ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

აფხაზეთის  ავტ. რესპ. ლეგიტიმური ხელისუფლება

ჩატარების თარიღი :  შაბათი, 29 სექტემბერი, 2018 წელი

მონაწილეები : სტრასბურგში ქართველთა დიასპორის წარმომადგენლები, ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან არსებული ქართული  საგანმანათლებლო  ცენტრის პედაგოგები, საქართველოს დიპ.კორპუსი სტრასბურგში და წარმომადგენლობის თანამშრომლები, საპატიო სტუმრები, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები (ჯ.გამახარია, მ.ქვაჩახია, ზ.ჯგუბურია)

I. საექსპოზიციო ფოტო - და ბეჭდური დოკუმენტური მასალები:

 

1. აფხაზეთი-ისტორია, პოლიტიკა, კულტურა -მოკლე კურსი:
ფრანგულ (გამოცემულია პარიზში), ინგლისურ (თბილისი), გერმანულ (თბილისი, ვიტტენი-გერმ.) ენებზე - პროფესორების ჯემალ გამახარიას და ლია ახალაძის ავტორობით.
2. საპრეზენტაციო კრებული : აფხაზეთის ტრაგედია - ქართველთა გენოციდის მასალები,  ქართულ -ინგლისურ ენებზე.
სარედაქციო კოლეგია : აფხ.უმ.საბჭო, მთავრობა, საქართველოს შსს და გენ.პროკურატურის, მეცნიერების, საზოგადოების  წარმომადგენელები - მთავარი რედაქტორი ჯემალ გამახარია
3. საპრეზენტაციო კრებული ; „ აფხაზეთის / საქართველო ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა“ -
კრებული ქართ., რუს., ინგლ., ფრანგ., გერმანულ ენებზე, ილუსტრირებული, 280გვ.
მთავარი რედაქტორ - გამომცემელი ზურაბ ჯგუბურია .  გამოცემული 2017წელს.4. 4. 4. 4.საპრეზენტაციო კრებული : „ოკუპირებული აფხაზეთი -25“  - ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე.
მთავარი რედაქტორ - გამომცემელი ზურაბ ჯგუბურია.  გამოცემული 2018 წლის სექტემბერში.

 

 

5. ოკუპაციის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა - ბანერები (8 ერთ.), 40 X 60 სმ. ზომის, ფერადი, დაბეჭდილი პლექსიგლაზზე,  კრებულის „ოკუპირებული აფხაზეთი - 25 „   მიხედვით (რუსულ- ფრანგულ - ბრიტანული წყაროების  შესაბამისად)

 

 

II. პლენარული სხდომა (შეხვედრა)

  1. გახსნა, შესავალი სიტყვა -ელჩი ბ-ნი ირაკლი გივიაშვილი
  2. ოკუპაციის 25 - წლიანი პერიოდის  ზოგადი  მიმოხილვა - აფხ. ავტ. რესპ. უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია.
  3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე  ადამიანის უმთავრესი უფლების - მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და კულტურულ-ჰუმანიტარული  ხასიათის  სხვა შეზღუდვებისა  შესახებ - აფხ. ავტ. რესპ. განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია
  4. ოკუპირებულ ტერიტორიაზე  ქართველთა იდენტურობის კვალის წაშლის მცდელობების (კულტურული გენოციდის ნიშნების),   ეროვნული მეურნეობის მიზანმიმართულად  განადგურების ფაქტებზე  და აფხაზეთში გაძლიერებული (არაპროპორციული) რუსული სამხედრო ყოფნის ზემოქმედებაზე   რეგიონალურ უსაფრთხოების სისტემაზე - აფხ. ავტ. რეს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია
  5. კრებულების “აფხაზეთი/საქართველო ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა“ და  „ოკუპირებული აფხაზეთი - 25“ პრეზენტაცია (ზ.ჯგუბურია)

III. შეხვედრის საზეიმო ნაწილი

წარმომადგენლობასთან არსებული საგანმანათლებლო ცენტრის (საკვირაო    სკოლის)  მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისათვის  სასწავლო - მეთოდოლოგიური ლიტერატურის, აფხაზეთში  ქართული ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  მასალების (წიგნები, კრებულები) გადაცემა. ოფიციალური დელეგაციის წევრებთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო ელჩის მეუღლემ, საკვირაო სკოლის პედაგოგმა თაკო  გივიაშვილმა.

 

 

საპატიო სტუმრების დაჯილდოება

სამახსოვრო-სასაჩუქრე  ნაკრების  ( ბეჭდური მასალის -  ანტისაოკუპაციო ლიტერატურის და აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების   ეტიკეტებიანი  ქართული ღვინოები ) გადაცემა საპატიო სტუმრებისთვის და ელჩისთვის:

  1. ვლადიმერ ხმელიძე - ევროსაბჭოს საზოგადოებრივი ექსპერტი, უფლებადამცველი,  ზ.გამსახურდიას ხელისუფლების პრეფექტი ოზურგეთში
  2. ომარ თურმანაული - პოეტი, მთარგმნელი
  3. ავთანდილ ლოლაძე - ისტორიკოსი, უფლებადამცველი, წარმომადგენლობასთან არსებული საკვირაო სკოლის პედაგოგი, ზ.გამსახურდიას ხელისუფლების პრეფექტის მოადგილე ქ.რუსთავში
  4. ირაკლი გივიაშვილი - ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში,  წარმომადგენლობასთან არსებული საკვირაო სკოლის დამაარსებელ - დირექტორი

 

IV.  დელეგაციის წევრების სამუშაო შეხვედრა ელჩთან, ბატონ ირაკლი გივიაშვილთან  პარტნიორული  თანამშრომლობის საკითხებზე:  დეოკუპაციის პრობლემებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ადამიანის  უმთავრეს უფლებათა დაცვის საქმეში   ევროპის საბჭოს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეტი  ჩართულობის მიზნით.

 

V. ინდივიდუალური შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან (28მ - 30 სექტემბერი).

VI.  ღონისძიების ფოტო დოკუმენტური დანართი

 














































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































ბეჭდვა