გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღევლინა

 

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინა. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე,  მთავრობის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები.


დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობისთვის გადაცემული იერუსალიმიდან ჩამოტანილი სადაფის ჯვარი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს.

ბეჭდვა