აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

 

29 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ.



სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, კერძოდ: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის უმაღლეს საბჭოს კომისიებში და ფრაქციებში განხილვების შედეგების შესახებ; „აფხაზეთის ავტოომოიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაბაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს კომისიებში და ფრაქციებში განხილვების შედეგების შესახებ და ასევე, „ქართულ-აფხაზური დიალოგის ხელშემწყობი კომისიის შესახებ საკითხები განიხილეს.

















































































































































































































 




































































































ბეჭდვა