უმაღლეს საბჭოში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა

20 სექტემბერს უმაღლეს საბჭოში გაიმართა კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის გაფართოებული სხდომა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე საყოველთაო - სახალხო განხილვის შედეგების შესახებ მოხსენება წარმოადგინა საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ ბატონმა თამაზ ხუბუამ.


მან ისაუბრა კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ჩატარებული მრავალრიცხოვანი ღონისძიებების, აგრეთვე აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შესახებ. მომხსენებელმა მთავარი ყურადღება შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე გაამახვილა. ბატონ თამაზ ხუბუას მოხსენების ირგვლივ გაიმართა საქმიანი დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა ზურაბ ჯგუბურიამ, რუდიკ ცატავამ, აკაკი გასვიანმა, ნუგზარ მგალობლიშვილმა, მურმან კვარაცხელიამ, რაისა ქარაიამ, ელგუჯა გვაზავამ, დავით გვაძაბიამ, ვახტანგ ყოლბაიამ და სხვებმა.

 

ჯემალ გამახარიას წინადადებით, რომელმაც შეაჯამა დისკუსიის შედეგები, საორანიზაციო კომისიის დასკვნითი მუშა შეხვედრა 22 სექტემბერს გაიმართება.


















































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions