ამ დღეებში საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველი რამინ საჯაია აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგებს შეხვდნენ.
გაიმართა საინტერესო საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებსაც როგორც პედაგოგები, ისე დევნილი მოსწავლეები აწყდებიან. პედაგოგებმა მოიწონეს უმაღლეს საბჭოში შემუშავებული დისტანციური სწავლების პროექტი, რომელიც მიმდინარე სასწავლო წელს ამოქმედდება. პროექტის პრეზენტაცია ქალბატონმა ნანა კვარაცხელიამ ჩაატარა. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარდგინებით აფხაზეთიდან დევნილი, ღვაწლმოსილი პედაგოგი თამარ კვარაცხელია დაჯილდოვდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით. უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელი გადაეცა ქალბატონ ნანა ჯაბურიას და სხვა პედაგოგებს.