რუსეთის პრეზიდენტის 2019 წლის 22 სექტემბრის განკარგულება აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების შესახებ სინამდვილეში წარმოადგენს საოკუპაციო ძალების, აფხაზეთში განლაგებული და უპირატესად ნატოს, მთლიანად დასავლეთის წინააღმდეგ შექმნილი რუსული სამხედრო ბაზის შემდგომი გაძლიერებისაკენ მიმართულ ნაბიჯს.
ეს ნაბიჯი უნდა იყოს ცუდად შენიღბული პასუხი აშშ-ის ამასწინანდელ გადაწყვეტილებაზე როგორც საქართველოს, ისე განსაკუთრებით უკრაინის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის 250 მილიონი დოლარის გამოყოფის თაობაზე.
ეს ყოველივე შესანიშნავად იციან ჩვენმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა. იმედს გამოვთქვამ, რომ მათი მხრიდან მიღებული იქნება ადექვატური გადაწყვეტილებები აგრესორის შესაკავებლად.