მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადა ჩატარდა


ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადის ფარგლებში 25 სექტემბერს დაბა სტეფანწმინდაში ჩატარდა სპორტული ღონისძიებები. გაიმართა შეჯიბრებები ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში - ხრიდოლში, მეკლდეურობაში (კლდეზე ცოცვაში) და ძალისმიერ მრავალჭიდში. ჩატარდა აგრეთვე კულტურულ-საგანმანათლებლო საუბრები საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტექნოლოგიებისა და წეს-ჩვეულებების იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანის შესახებ, ამასთან დაკავშირებით მიმართვას ხელი მოაწერეს პროფესორებმა ელდარ ნადირაძემ, ზურაბ ჯიბლაძემ, როინ მეტრეველმა და გოგი თოფაძემ.

ღონისძიება დასრულდა მიღებით მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის შალვა კერესელიძისა და გოგი თოფაძის მიერ.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყით მიმართეს აკადემისკომა როინ მეტრეველმა, პროფესორმა ელდარ ნადირაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ და სხვებმა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დიდ დამსახურებას აფხაზეთში მშვიდობის დამყარებისა და ქართველთა ეროვნული ერთიანობის განმტკიცების საქმეში, თუმცა აგრესორისა და ოკუპანტის - რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულმა ომმა ჟიულის სიცოცხლე შეიწირა.

































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions