ჯემალ გამახარიამ უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

13 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უკრაინის საელჩოში მივიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თეირანში უკრაინული სამოქალაქო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და უკრაინელ ხალხს მიუსამძიმრა.
























ბეჭდვა