პროექტი „აფხაზეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა“

13 თებერვალს, გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ მგალობლიშვილისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძეს სამუშაო შეხვედრა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები ნინო ხუნჯუა, რიტა ცინდელიანი და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი.

შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან პროექტს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ციფრულ ბიბლიოთეკას, რომელშიც მოხდება აფხაზეთის ინტელექტუალური რესურსის ერთ სივრცეში განთავსება. ბიბლიოთეკა მისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის და ჯგუფებისთვის.

პროექტს ერთობლივად განახორციელებენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო (საერთაშორისო ურთიერობების განათლებისა და კულტურის კომიტეტი) და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

 

 

 

ბეჭდვა