აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანომ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო

27 წლის წინ, 28 სექტემბერს გენერალ-მაიორი გენო ადამია მტერთან ბრძოლაში დაიღუპა.  


დღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და უმაღლესი საბჭოს წევრებმა საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.

 

გენო ადამია 1992 წლის აგვისტოში 23-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილედ, ამავე წლის სექტემბერში კი – ბრიგადის მეთაურად და სოხუმის გარნიზონის უფროსად დაინიშნა. მის სახელს უკავშირდება სოხუმის დასაცავად განხორციელებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი და წარმატებული სამხედრო ოპერაცია.

გენერალი გენო ადამია კელასურის ხიდზე, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, 1993 წლის 28 სექტემბერს დაიღუპა, როდესაც გადაწყვიტა სიცოცხლის ბოლო წუთამდე ებრძოლა მშობლიური ქალაქისთვის და სოხუმში უკან შესვლას ცდილობდა. მოგვიანებით მისი ცხედარი თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია ძმათა სასაფლაოზე.

გენო ადამიას სიკვდილის შემდეგ ასევე მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენები.

2020 წლის 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გენერალ-მაიორ გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა გარდაცვალების შემდეგ. უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი გენერალ-მაიორ გენო ადამიას შვილებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადასცა.





































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions