28 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ საკითხი განიხილეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე გაიმართა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტებისა და ასევე ფრაქციების ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა”, ”მრგვალი მაგიდა - ერთიანი საქართველოსათვის" და ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”-ს ერთობლივი განხილვა. მონაწილეებმა მოისმინეს შენიშვნები და წინადადებები, რომლებიც შემდგომ უმაღლესი საბჭოს სესიაზე იქნა წარდგენილი.
სესიის მუშაობაში მონაწილეობდა ასევე აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რაულ წულაია.
სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.