აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ჰუმანიტარული დახმარების აქციას განაგრძობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარმომადგენლებმა განაახლეს ჰუმანიტარული დახმარება განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილებისათვის. ამას წინათ ორგანიზაციამ „დევნილთა  მოძრაობა-მშვიდობიანი მომავლისათვის“ წარმოადგინა ინფორმაცია და სია განსაკუთრებულად მოწყვლადი ოჯახების შესახებ.



უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით, დედაქალაქში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა 20 ოჯახს მიეწოდა საახალწლო ნობათი სასურსათო პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებით. აქციაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია.

 

დეპუტატმა ნუგზარ მგალობლიშვილმა კი ამ დღეებში საახალწლო ნობათით 12 მარტოხელა ხანდაზმული მოინახულა თბილისში, წყნეთსა და რუსთავში.

პანდემიის პირობებში, სურსათის დარიგება ხდება რეგულაციებისა და სანიტარული ნორმების სრული დაცვით.

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში უკვე ტრადიციად ქცეული დევნილ თანამოქალაქეთა დახმარების ჰუმანიტარული აქცია, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრობლების ინიციატივით მათივე ხელფასებიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით ხორციელდება. აქციის ადრესატები არიან დევნილთა შორის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელები, ხანდაზმულები, შშმ პირები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, წინასაახალწლო დღეებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ჰუმანიტარულ დახმარებას რეგიონებში 250-მდე დევნილ ოჯახს გაუწევენ.


ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions