ჰუმანიტარული დახმარება ფოთში განსახლებულ დევნილებს ჩაუტანეს

ქალაქ ფოთში დევნილებთან შეხვედრა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანიამ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე იქ არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საგულისხმოა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დევნილთა მოწყვლად ჯგუფებში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში თითქმის ერთი წლის წინ დაფუძნდა ა(ა)იპ-ი „სოციალური სოლიდარობისათვის“. იგი ახორციელებს ჰუმანიტარულ აქციებს დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა მიერ ნებაყოფლობით ყოველთვიურად საკუთარი ხელფასებიდან გაღებული სახსრებით.

2020 წლის მარტიდან დღემდე ჰუმანიტარული დახმარება აღმოჩენილია 1200-მდე ოჯახისთვის ანუ 5500-მდე ადამიანისთვის. მათ შორის იყვნენ და არიან სოციალურად დაუცველები, ბავშვები, ხანდაზმულები, ვეტერანები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატის, დეპუტაციისა  და აპარატის თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, კორონავირუსული პანდემიის სრულად დამარცხებამდე, კვლავინდებურად გააგრძელებენ დევნილთა ჰუმანიტარული დახმარების აქციას.

ჰუმანიტარული დახმარება ფოთში განსახლებულ დევნილებს ჩაუტანეს - 26.02.2021
https://youtu.be/svRHrP8DJco

ჰუმანიტარული დახმარება ფოთში განსახლებულ დევნილებს ჩაუტანეს- ტვ. "მეცხრე ტალღა"
https://youtu.be/ZfkGKxIAe9E
















ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions