სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - "9 აპრილი - 30" ჩატარდა
2021 წლის 6 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.


მთავარი მომხსენებელი გახლდათ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიის დოქტორი ჯემალ გამახარია, რომელმაც წაიკითხა მოხსენება „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და აფხაზეთის პრობლემა“.



კონფერენციის მუშაობაში და დისკუსიაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები,მათ შორის დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერნი, ასევე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და მოადგილე ანზორ მარგიანი,  ცნობილი მეცნიერები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციათა და დიასპორის წარმომადგენლები. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები მანანა გაბაშვილი და ვლადიმერ ცოფურაშვილი, რომელთაც ასევე ხელი აქვთ მოწერილი დამოუკიდებლობის აქტზე.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას მოხსენება კონფერენციაზე - 6.04.2021 წ. სრული ტექსტი: „9 აპრილი - 30“ - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და აფხაზეთის პრობლემა“

 

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - "9 აპრილი - 30" ჩატარდა

https://youtu.be/sadmJiKoyNk



აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პრაქტიკული-სამეცნიერო კონფერენცია "9 აპრილი - 30"
https://youtu.be/zWIpbb4Dea4













 

ბეჭდვა