2021 წლის 14 აპრილი. სუამ-ის წევრი ქვეყნების დელეგაციები მიესალმებიან ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებულ მოხსენებას საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ და ხაზს უსვამენ ამ საკითხის ევროსაბჭოს პოლიტიკური დღის წესრიგში ყოფნის მნიშვნელობას.
ადამიანის უფლებების მდგომარეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში კვლავ საგანგაშოა. ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, ოჯახური ცხოვრების და მშობლიურ ენაზე განათლების უფლების ჩათვლით, ხდება ყოველდღიურად. ჩვენი ღრმა შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი არის ე.წ. ”სასაზღვრო ზოლი” და ე.წ. ”გადაკვეთის წერტილების” დახურვა.
სუამ–ის წევრი ქვეყნების დელეგაციები ადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.