წლევანდელი 9 მაისი განსაკუთრებულია


წელს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე, 9 მაისი, კვირაცხოვლობას დაემთხვა. ამავდრულად,  9 მაისი, ევროპის დღედ, ევროკავშირის დაბადების დღედ არის დაწესებული.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, გილოცავთ ყველას ამ დღესასწაულებს, პირველ რიგში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი  ომის საპატიო ვეტერანებს და  გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, სულიერ და ფიზიკურ სიმტკიცეს, გამარჯვებისა და სიკეთის კეთების, მიტევებისა და სიყვარულის რწმენით გაძლიერებას.

 

კარგა ხანია 8 და 9 მაისს ცივილური სამყაროს დიდი ნაწილი ხსოვნისა და შერიგების დღეს უწოდებს და ამ ჰუმანური განწყობით აღნიშნავს მას. კვირაცხოვლობა, ანუ აღდგომის დღესასწაულის განახლება, სწორედ ჰუმანურობის, ურთიერთნდობის, რწმენის დღესასწაულია.  მას ხომ თომას კვირასაც იმიტომ უწოდებენ, რომ სწორედ ამ დღეს იხილა მან პირველად მკვდრეთით აღმდგარი უფალი და მხოლოდ ამის შემდეგ ირწმუნა აღდგომის დიდი სასწაული.

 

„ვირწმუნოთ, რომ უფლის შეწევნით, ერთმანეთის ნდობითა და სიყვარულით, ომში დაღუპული ჩვენი გმირი წინაპრების, სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცების ხსოვნის პატივისცემით, მუხლჩაუხრელი შრომითა და სამართლიანობით, გულწრფელი ურთიერთმიტევებითა  და სიკეთით, შევძლებთ კერძო პირებსა თუ ეთნოსებს შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენას და მტრობით დანგრეულის სიყვარულით აშენებას, ჩვენი სამშობლოს გაერთიანებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას. მხოლოდ ასე გავიკაფავთ გზას   ევროპული გაერთიანებისაკენ!“ - აცხადებს ჯემალ გამახარია

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions