ამაღლება თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია. მას მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღნიშნავენ და უფლის ზეცად ამაღლებას უკავშირდება. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ქრისტე ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე, ხოლო მეორმოცე დღეს მოწაფეთა თვალწინ ზეცად ამაღლდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გილოცავთ ყველას უფლის ამაღლების დიდებულ დღესასწაულს და ჭეშმარიტი რწმენით იზიარებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დღევანდელ ქადაგებას: „ღმერთი მოწყალეა. სახარებაში სწერია, რომ მოციქულები დაბრუნდნენ ამაღლების შემდეგ სიხარულითა დიდითა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გზა, ჩვენ უნდა გავიაროთ. ეს არის ღვთის წყალობის, მადლის გზა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა“.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამაღლების დიდ დღესასწაულზე, თავის მხრივ კიდევ ერთხელ გისურვებთ სულის სიმტკიცეს, ურყევ ნებისყოფას, მიზანდასახულობას, ჯანმრთელობას, მხნეობას, სიყვარულით და მშვიდობით გაერთიანებულ, ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაძლიერებულ საქართველოში წარმატებულ, ღირსეულ ცხოვრებას და მოღვაწეობას ყველა ასაკისა და ეთნიკური წარმომავლობის ენგურს გაღმა თუ გამოღმა მცხოვრებ თითოეულ თანამოქალაქეს!