უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მორიგი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

მსჯელობა დღის წესრიგით შემოთავაზებული ხუთი საკითხის ირგვლივ გაიმართა.

პირველ საკითხზე - რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების პროგრამის შესახებ მსჯელობისას, ბატონმა ჯემალ გამახარიამ ხაზი გაუსვა აღნიშნული პროგრამის მეშვეობით ოკუპირებული აფხაზეთის საბოლოო ანექსიის კრემლისეულ ვერაგულ გეგმას. მან კოლეგებს, კომიტეტების ხელმძღვანელებს დაავალა შეძლებისდაგვარად მოიპოვონ ინფორმაცია აღნიშნული 45 პუნქტიანი პროგრამის ოკუპირებულ აფხაზეთში რეალიზების პროცესის მიმდინარეობის შესახებ და უახლოეს პრეზიდიუმის სხდომაზე წარმოადგინონ საკუთარი ხედვა, რათა მოხერხდეს უმაღლესი საბჭოს ერთობლივი მოსაზრების გაჟღერება, რომელიც უნდა მიეწოდოს ქვეყნის ფედერალური ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს, ასევე საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, მსგავსი აქტიურობა და დროული რეაგირება უნდა გახდეს საფუძველი ოკუპირებულ აფხაზეთში კრემლის იმპერიალისტური ზრახვების მორიგი უაპელაციო გამოვლინებების აღსაკვეთად. როგორც ჯემალ გამახარია მიიჩნევს, ამ საკითხთან დაკავშირებით ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს პასუხისმგებლიანი აქტიურობა აფხაზი საზოგადოების მხარდაჭერაც იქნება, რადგან ცნობილია, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან „რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების 45 პუნქტიან „პროგრამას“, თუმცა ხმამაღლა ამის გამოხატვას სხვადასხვა მიზეზის გამო ჯერჯერობით ვერ ბედავენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს პრეზიდიუმის წვერებმა თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, მურმან კვარაცხელიამ, დავით გვაძაბიამ, რუდიკ ცატავამ.


პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს საკითხი ოკუპირებულ გალის რაიონში არსებული მდგომარეობის შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ - ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ; ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის მივლინების შედეგების შესახებ. ქალაქ კიევში ქართული სათვისტომოს უმაღლესი საბჭოსადმი მომართვის თაობაზე.





ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions