ჯემალ გამახარიამ 27 სექტემბრის თარიღთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია პრესკონფერენციაზე  რამდენიმე საყურადღებო ფაქტს შეეხო:

 

- არ არსებობს აფხაზეთში ოჯახი, რომელიც დღეს არ იხსენებს ოჯახის წევრს, გვაქვს ათასობით მსხვერპლი; იქ მომხდარი ტრაგედიის ოფიციალური შეფასება შემდეგია - ეთნიკური წმენდა და გენოციდი;

 

- აფხაზეთში აფხაზი მოსახლეობა 3,5-ჯერ შემცირდა; ქართული კი - 5,5-ჯერ;

 

- იყო თუ არა ომის თავიდან აცილება შესაძლებელი? - დღევანდელი გადასახედიდან, ეს შეუძლებელი იყო;

 

- სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, ომის გადადება მაინც შეიძლებოდა. ეს ომი მაშინ დაგვაწყებინეს, როცა ყველაზე მეტად არ გვაწყობდა;

 

- ჩვენ კი ვგლოვობთ დღეს, მაგრამ, მეორე მხარე ზეიმობს, რაც მეორე ტრაგედიაა.

 

- რუსეთი აფხაზეთს აიძულებს, ისეთ დოკუმენტებზე მოაწერინოს ხელი, რომელიც აფხაზეთს ფიქტიური დამოუკიდებლობის დაკარგვამდე მიიყვანს;

 

- აკეთებენ ყველაფერს, რომ 2023-2025 წლისთვის აფხაზეთი მოექცეს რუსეთის შემადგენლობაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში აფხაზების ადგილი არ იქნება...

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია "მედიაცენტრ მთავარში"
https://youtu.be/noR0C6yBNZQ

ბეჭდვა