უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა

3 დეკემბერს, გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები.


უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, კერძოდ:

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების ძალდაკარგულად გამოცხადების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დაბულების დამტკიცების შესახებ; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ეთიკის საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ეთიკის საბჭოს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდის პლენარულ სხდომებზე, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობისა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის და ე.წ. რესპუბლიკა აფხაზეთის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის პროგრამის რეალიზაციის მიმდინარეობაზე, ინფორმაციების მოსმენების შესახებ.

სხდომებს უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

სხდომები ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions