აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და რიგგარეშე სესიის სხდომები გაიმართა

27 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და რიგგარეშე სესიის სხდომები გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა ფანიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილების შესახებ საკითხები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია. ბიუჯეტთან დაკავშირებით გამართულ განხილვაში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა თამაზ ხუბუამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ვახტანგ ყოლბაიამ, მურმან კვარაცხელიამ, რუდიკ ცატავამ, რაისა ქარაიამ.

სხდომების მუშაობაში მონაწილეობდნენ ასევე აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რაულ წულაია, სსიპ - პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს უფროსი ვასილ ბაბუნაშვილი, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიღებას.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.














ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions