გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი ვიქტორ სანეევი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოხატავს აფხაზეთის მკვიდრის, ლეგენდარული ქართველი მძლეოსნის, მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის სამმაგ ხტომაში, საბჭოთა კავშირის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენის - ვიქტორ სანეევის ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს სპორტულ საზოგადოებას.

 

ბეჭდვა