საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა 2021 წლის შემაჯამებელი ანგარიში - „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“, რომელიც დიდწილად ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მიღებულ დოკუმენტებს და მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების რეგულარულ ინფორმირებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ.
ანგარიში ასახავს ინფორმაციას, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის, ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებულ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის თაობაზე. ამ მხრივ, ხაზგასმულია, რომ უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომელიც, მათ შორის, მოიცავს სიცოცხლის უფლების ხელყოფის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, თვითნებური დაკავებებისა და გატაცებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელყოფის შემთხვევებს.
2021 წლის შემაჯამებელი ანგარიში - „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“ მომზადდა ინგლისურ ენაზე და ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
https://mfa.gov.ge/getattachment/News/saqartvelos-sagareo-saqmeta-saministrom-rusetis-mi/2021-Compilation-Report-(final).pdf.aspx