ჯემალ გამახარიამ ჟიული შარტავას სახელობის ტურნირში პადელის ჩოგბურთში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა

26 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა პადელის ჩოგბურთში ჟიული შარტავას სახელობის ტურნირის „საქართველოს ეროვნული ერთიანობის თასზე“ ორგანიზატორებთან შეხვედრა. ასევე, გამარჯვებულთა და მასობრივი სპორტის განვითარების საქმეში გაწეული ღვაწლისთვის წარჩინებულთა დაჯილდოება.

 

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წარმოადგენდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე, ეროვნული ერთიანობის ცენტრი-ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე - ვახტანგ ყოლბაია, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა”-ს თავმჯდომარე რაისა ქარაია.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, ცნობილი სპორტსმენები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები, სტუდენტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. შეკრებილთ სიტყვით მიმართეს ჯემალ გამახარიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორმა ზურაბ გასიტაშვილმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს ჟიული შარტავას პიროვნების მრავალმხრივ ნიჭსა და ღვაწლზე, ამგვარი ღონისძიებების მნიშვნელობაზე მომავალი თაობების აღზრდაში.

ტურნირის ორგანიზატორებმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ჟიული შარტავას საზოგადოების საპატიო სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო, საქართველოს პადელის ჩოგბურთის ფედერაცია, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, გორის მუნიციპალიტეტის მერია, გად ლოპესი(ესპანეთის სამეფო) - ტურნირის ორგანიზატორი და კონსულტანტი, ტურნირის გამარჯვებულები და ფინალისტები.

ტურნირში ქართველებთან ერთად უცხოელებიც მონაწილეობდნენ, რაც მომავალში მის საერთაშორისო ტურნირად ჩამოყალიბების წინაპირობაა.




































































































































































































































































ბეჭდვა