მურმან კვარაცხელიამ აფხაზეთიდან დევნილ ვეკუების მრავალშვილიან ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

დევნილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 29 დეკემბერს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.


სასურსათო პროდუქტები მცხეთაში, ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 8-სულიან აფხაზეთიდან დევნილ ვეკუების ოჯახს გადაეცა (ოჯახის უფროსი რუსლან ვეკუა დედით ობოლ 7 შვილს მარტო ზრდის).

პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ და აპარატის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ გადასცეს.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.



























ბეჭდვა