აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საახალწლო მიღება გაიმართება

 

დღეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ტრადიციული საახალწლო მიღება გაიმართა, რომელზეც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ საკანონმდებლო ორგანოს უმაღლესი ჯილდო - საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს - მწერლებს, ჟურნალისტებს, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის მუშაკებს, მეცნიერებს გადასცა აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის, შეტანილი პირადი წვლილისთვის და ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობისთვის.

 

ელგუჯა გვაზავამ და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრებმა დამდეგი შობა - ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს სტუმრებს, რომელთაც აღნიშნეს, რომ დევნილობის პერიოდში დარღვეული ერთიანობისა და კავშირის გასამყარებლად მნიშვნელოვანია მსგავსი თბილი შეხვედრები და ის თანადგომა, რომელსაც აფხაზეთის ხელისუფლება პერიოდულად იჩენს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ.

 

 

ბეჭდვა