აფხაზეთის საზოგადოებრიობა აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის წინააღმდეგ გამოდის

 

13 სექტემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ სააქტო დარბაზში აფხაზეთის  საზოგადოების მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა შეიკრიბება, რომელიც საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის თაობაზე სეპარატისტთა მცდელობას გააპროტესტებს.

 

შეკრების მონაწილეთა შორის იქნებიან როგორც ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. შეკრებაზე დასწრება თავისუფალია. ყველა მსურველს შეეძლება გამოხატოს საკუთარი პოზიცია აღნიშნულის თაობაზე.

 

შეკრების ინიციატორებს განზრახული აქვთ, საზოგადოების მხარდაჭერით, მიმართვის ტექსტი გაუგზავნონ უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს, და მსოფლიო პატრიარქს, კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსს, უნეტარეს ბართლომე I-ს.

 

შეკრების საინიციატივო ჯგუფს შეადგენენ აფხაზეთის საზოგადოებისა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

 

 

 

 

ბეჭდვა