აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას მხარდაჭერით და ა(ა)იპ ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ხელმძღვანელობით ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფი (12-17 წლამდე) 24 ოქტომბერს მიემგზავრება საფრანგეთში ქ.სტრასბურგში, სადაც პროექტის ,,ხელოვნება მშვიდობისათვის“ გამოფენა გაიმართება.
კერძოდ, 28 ოქტომბერს ქ. სტრასბურგში, ევროსაბჭოს შენობასთან საქართველოს მოსწავლე–ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა (მათ შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან) გაიხსნება და 31 ოქტომბერს დაიხურება.
ზემოხსენებულის გარდა, კონგრესის 25-ე სესიაზე მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ორგანოების კონგრესის დირექტორის მანუელ ლეზერტუას მიერ დელეგაციის წევრები.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.