აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ პროექტის მორიგი განხილვა გაიმართა

 

8 ნოემბერს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, აკადემიური წრის წარმომადგენლებთან გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტის მორიგი განხილვა.

 

დისკუსიაში უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის (ვ.ხმალაძე), არასამთავრობო ორგანიზაციების, კვალიფიციური კონსტიტუციონალისტების წარმომადგენლები.

 

განხილვა გაიმართა იმის თაობაზე, თუ რითია განპირობებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცალკეული მუხლის ამოღებისა თუ რედაქტირების,  ან ახალი პუნქტის დამატების აუცილებლობა ისე, რომ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობა  დაცული იყოს.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ელგუჯა გვაზავას განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტის მორიგი განხილვა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან კვლავ გაგრძელდება.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions