აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს განცხადება

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის განხილვასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში შეიქმნა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, რასაც მოყვა დევნილთა საპროტესტო აქციები.

 

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო, ითვალისწინებს რა საზოგადოების მტკივნეულ დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი, მიზანშეწონილად თვლის შეიქმნას საზოგადოებრივი და უმაღლესი საბჭოს ერთობლივი კომისია.

 

კომისია წარუდგენს შეჯერებულ ხედვებს ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და საზოგადოებრივ წარმომადგენლებს განსახილველად.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions