აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება

 

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმის დე-ფაქტო წარმომადგენლობითმა ორგანომ მიზანმიმართულად მიიღო სრულიად უკანონო გადაწყვეტილება გალის რაიონის, უმთავრესად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის (პირველი და მეორე ოტობაია, ფიჩორი, დიხაზურგა, ქვემო და ზემო ბარღები, მახუნჯია, ნაბაკევი, ჭუბურხინჯი, ოკვინორე//განახლება) სახელების შეცვლის შესახებ.

 

აღნიშნულ აქტს არანაირი ისტორიული თუ ეთნიკური საფუძველი არ გააჩნია, ფეხს ქვეშ თელავს ადგილობრივი მოსახლეობის ნებას და წარმოადგენს რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, ბოლო წლების მანძილზე იქ მიმდინარე კულტურული გენოციდის უკიდურესად გამომწვევი ფორმით გაგრძელების მცდელობას.

 

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას, მიიღონ სათანადო ზომები საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებისთვის, რათა მკაცრად დაიგმოს და დროულად აღიკვეთოს კულტურული გენოციდის ეს მორიგი აქტი.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭო

ქ. თბილისი, 2013 წლის 13 დეკემბერი

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions