წიგნის პრეზენტაცია ბრატისლავაში

 

2015 წლის 29 აპრილს, ბრატისლავაში, სლოვაკეთში საქართველოს საელჩოში შედგა ქართველი ისტორიკოსების (ჯემალ გამახარია, მარიამ ლორთქიფანიძე, ლია ახალაძე) ჩეხურ ენაზე გამოცემული წიგნის „აფხაზეთი საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში“ პრეზენტაცია.


პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ სლოვაკეთის სახელმწიფო სტრუქტურებისა და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და ქართული დიასპორის წევრები.


წიგნის წარდგენაზე ჩეხეთიდან მოწვეულ იქნა ჩეხეთის მოქალაქე სერგო მატკავა, რომელიც არის წარმოშობით სოხუმელი და რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ზემოაღნიშნული წიგნის გამოცემაში. ამასთან, მისი დაწერილია წიგნის წინასიტყვაობა.
„აფხაზეთი საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში“ წარადგინეს საქართველოს ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვმა და ბ-ნმა სერგო მატკავამ.


წიგნზე საუბრის პარალელურად, პრეზენტაციაზე დისკუსია შეეხო 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს. ბ-ნმა სერგო მატკავამ, როგორც აღნიშნული მოვლენების თვითმხილველმა, დეტალურად ისაუბრა აფხაზეთში მაშინ არსებულ რეალურ ვითარებაზე და იქ მომხდარ დანაშაულებებზე.


პრეზენტაცია გაგრძელდა სიტყვა-საპუხის რეჟიმით და დაახლოებით 1,5 საათი გასტანა. წიგნის წარდგენის შემდეგ სტუმრებს გადაეცათ საელჩოს მიერ შეძენილი წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი.


პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სლოვაკმა სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მათთვის შეხვედრა იყო უაღრესად საინტერესო და მიიღეს საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია, რის შესახებაც მანამდე არ იყვნენ ინფორმირებული.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions