დღეს, 18 საათზე ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ.არქანიას სახელობის „არტ-გალერეაში“ თინათინ მღვდლიაშვილის ნამუშევრების გამოფენა და პოეზიის საღამო გაიმართება.
თინათინ მღვდლიაშვილი არის პოეტი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, ხატთა შემამკობელი. მის ლექსებზე შექმნილია საქვეყნოდ ცნობილი სიმღერები: „ხმალი ავლესოთ, ქართველებო!“ „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“, „ქართველები შეარიგე, მერაბ“, „მარტოსულო ქალბატონო” და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, ჩეჩნურ და რუსულ ენებზე.
თინათინ მღვდლიაშვილის შემკული ხატები დაბრძანებულია საქართველოს ეკლესია-მონასტრებში. ის წმინდა ნინოს ჯვრით არის დაჯილდოვებული. ასევე მინიჭებული აქვს ზვიად გამსახურდიას ,. წმინდა ილია მართლის“ და „გალაკტიონის“ პრემიები.