სეპარატისტები ტრადიციულად ცრუობენ

სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სტამბულში ჩატარებულ კარატეს მსოფლიო ჩემპინატში  მონაწილეობა მიიღო ”დამოუკიდებელი აფხაზეთის” ოფიციალურმა დელეგაციამ.

გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან როგორც საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ გვაცნობა, ამა წლის 29-30 მაისს ჩატარდა კარატეს არა მსოფლიო ჩემპიონატი, არამედ არალიცენზირებული ტურნირი და ისიც არა სტამბულში, არამედ სოფელ კუმბურგაზში, რომელშიც მონაწილეობდნენ ოკუპირებული დონეცკისა და აფხაზეთის წარმომადგენლები. შეჯიბრებაში წარმოდგენილი იყვნენ არალიცენზირებული და დისკვალიფიცირებული სპორტსმენები.

ამ და სხვა მსგავსი განცხადებების გავრცელებით აფხაზი სეპარატისტები ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ, როგორც საკუთარი მოსახლეობა, ისე საერთაშორისო საზოგადოება.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions