აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისადმი გაგზავნილი 23 ივნისის კონფერენციის რეზოლუციის (გალის რაიონში განათლების სფეროში შექმნილი უმძიმესი ვითარების შერბილების თაობაზე) პასუხად საქართველოში რუმინეთის ელჩმა ბატონმა დიმიტრუ ბადეამ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წერილი გამოუგზავნა, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ.
თბილისი, 27 ივლისი, 2015 წელი
ძვირფასო თავმჯდომარევ,
N3.33/20.07 2015 წლის თქვენი წერილის თანახმად, გაცნობებთ, რომ 2015 წლის 23 ივნისის კონფერენციაზე მიღებულ დოკუმენტებს „ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ - გადავცემთ რუმინეთის შესაბამის ორგანოებს. როგორც მოგეხსენებათ, რუმინეთი ტრადიციულად მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას.
რუმინეთი მხარს უჭერს ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხში ბატონ ასტრიდ ტორს და სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის ევროპის საბჭოს წარმომადგენელს ელჩ ჰერბერტ სალბერს. ჩვენ მოგიწოდებთ აღძრათ თქვენ მიერ კონფერენციის რეზოლუციაში ნახსენები მნიშვნელოვანი საკითხები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის/ჟსდ მომდევნო რაუნდში და თქვენ შემდგომ შეხვედრებში ჟსდ-ს თანათავმჯდომარეებთან და უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარისთან.
ჩემი მხრიდან, მინდა დაგარწმუნოთ, ჩემს მონდომებაში ხელი შევუწყო რუმინეთსა და საქართველოს შორის შემდგომ ორმხრივ ურთიერთობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჩათვლით.
ვსარგებლობ შემთხვევით და გიცხადებთ ბატონო თავმჯდომარე გვაზავა ჩემს უღრმეს პატივისცემას და გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში.
გულწრფელად თქვენი,
დიმიტრუ ბადეა