27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე

 

22 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა რუსეთის რეგულარული ჯარის დახმარებით ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლე წამებით გამოასალმა სიცოცხლეს. 300 ათასზე მეტი აფხაზეთის ადგილობრივი მკვიდრი დევნილად იქცა.

 

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობის, დევნილი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორილი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.

 

იმავე დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა გვირგვინებით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო და ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions