”აფხაზეთი ჩვენი ტკივილი”

 

რევაზ ლაღიძის სახელობის ზესტაფონის პირველ მუსიკალურ სკოლაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციისა და ზესტაფონის გამგეობის ორგანიზებით, აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო „აფხაზეთი ტკივილი ჩვენი" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ზესტაფონის კულტურის ცენტრის ანსამბლი, სამუსიკო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, ზესტაფონში მცხოვრები დევნილი ბავშვები, ადგილობრივი შემოქმედები, მოიგონეს ზესტაფონის მკვიდრი მეომრები, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ აფხაზეთის ომში.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო" და "ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა ფრაქციათა კოალიციის თავმჯდომარე თეიმურაზ მჟავია, ფრაქციაერთიანი საქართველო თავმჯდომარე - რაისა ქარაია, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი აჭარა-იმერეთში ზაზა ჩაჩავა, ზესტაფონის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი თამარ გველესიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის მთავარი სპეციალისტი ელისო პაჭკორია, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები და აფხაზეთიდან დევნილები.

 

საღამოს ორგანიზებისათვის ზესტაფონელებს და ღონისძიების ინიციატორებს, ქალბატონებს ციალა ნებიერიძეს და ნუცა არდაშელიას მადლობა გადაუხადეს ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა  და განსაკუთრებული სითბო გამოხატეს მასპინძლების მიმართ დევნილებისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული სითბოსათვის. ყველა გამომსვლელის ყურადღება  27 სექტემბრის ტკივილიან თარიღს ეხმიანებოდა. ქალბატონმა რაისა ქარაიამ აფხაზეთში დაბრუნებამდე 27 სექტემბრის შავი სამკლაურით აღნიშვნის ინიციატივა გამოხატა.

 

სოხუმის დაცემის წინა დღით გამართულ ღონისძიებაზე ყურადღების მიღმა არც 27 სექტემბრის ჯვართამაღლების ქრისტიანული თარიღი დარჩენილა, რასაც ახლდა რწმენა იმისა, რომ ყოველ დაცემას აუცილებლად მოჰყვება ამაღლება. ”ჩვენს დღევანდელ დევნილობას აუცილებლად მოჰყვება ჩვენს სახლებში  დაბრუნების სიხარული, ქართველებისა და აფხაზების შერიგება”- აღნიშნავდა თითოეული გამომსვლელი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions