აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II დაბადების დღე მიულოცეს

 

4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესისა და უნეტარესს ილია მეორეს 83 წელი შეუსრულდა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებმა დავით გვაძაბიამ და ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი საქართველო”-ს თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ.

 

ელგუჯა გვაზავამ უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, დაბადებიდან 83 და აღსაყდრებიდან 38 წლისთავთან დაკავშირებით, „აფხაზეთიდან დევნილ თანამემამულეებზე და აფხაზ თანამოძმეებზე დაუღალავი მზრუნველობის, მათში უფლის სიყვარულის განმტკიცების, მაღალი ზნეობრივი თვისებებისა და სულიერი სიმშვიდის შენარჩუნების, რწმენაში გაძლიერებისა და აფხაზეთში უპირობო დაბრუნების გამყარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა.

 

იუბილარს აგრეთვე გადაეცა ალბომი „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ და მხატვარ ფარსადან მინაშვილის მიერ შესრულებული „ვეფხის ტყაოსნის დასურათება“.

 

”უწმინდესი ის ადამიანია, რომელიც მუხლჩაუხრელად იღვწის ქვეყნის სულიერი აღმავლობისა და ერთიანობისთვის. ფასდაუდებელია მისი მოქალაქეობრივი თანადგომა და პოზიცია საქართველოში მიმდინარე აღმშენებლობის პროცესებში. უდიდესი პატივისცემით და მოწიწებით ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობს  და დღეგრძელობას  ჩვენი ერის საკეთილდღეოდ” - განაცხადა ელგუჯა გვაზავამ.

 

უწმინდესმა და უნეტარესმა მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისფლების წარმომადგენლებს მოლოცვისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions