error
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან

 

15 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ელგუჯა გვაზავას და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა, რომლებმაც პრემიერ-მინისტრს მოახსენეს აფხაზეთის დევნილი ხელისუფლებისა და სტრუქტურების საქმიანობის შესახებ.

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, აფხაზურ მხარესთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ასპექტები ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში და ა.შ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ასევე დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური  მდგომარეობის გაუმჯობესების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 

შეხვედრა ნაყოფიერად ჩატარდა.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions