აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი გმობს 2016 წლის 16 მარტს, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის გადამღებ ჯგუფზე განხორცილებულ თავდასხმას.
დღეს დემოკრატიული ღირებულებების განსამტკიცებლად მედიის თავისუფლება და ჟურნალისტური საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება არის საზოგადოების უმთავრესი მოთხოვნა. გაკვირვებას იწვევს ცალკეულ პირთა, მით უმეტეს საინფორმაციო სააგენტო ”ლაზარეს” წარმომადგენელთა აგრესიული ქმედება, რომელთაც აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის ჟურნალისტსა და ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
მოვუწოდებთ ყველას კორექტულობისაკენ, ამასთან თითოეული ჩვენგანი - საჯარო მოხელე თუ რიგითი მოქალაქე ვალდებულია ხელი შეუწყოს მედიის შეუფერხებელ მუშაობას.