აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სამეგრელოს რეგიონში შეხვედრა გამართეს

 

როგორც ცნობილია, ა/წ 13 მაისამდე მიმდინარეობს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო განხილვა. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, ქ. სენაკში გაიმართა სამეგრელოს რეგიონში განთავსებულ დევნილთა წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა შეკრება.

 

პროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, თავმჯდომარის მოადგილეები დავით გვაძაბია და ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი ლომინაძე, ფრაქცია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე რაისა ქარაია.

 

დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ შეკრებილებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი ლომინაძემ, რასაც მოჰყვა საინტერესო დისკუსია აღნიშნულ ცვლილებებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

 

შეკრებაზე გადაწყდა, რომ ადგილებზე გაგრძელდება განხილვები, ხოლო შენიშვნები და წინადადებები იქნება წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions