აფხაზეთის ხელისუფლებამ პატივი მიაგო ვოვა ვეკუას ხსოვნას

 

18 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ტრადიციისამებრ პატივი მიაგეს 1989 წლის ივლისის მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას და თბილისში, ვოვა ვეკუას სახელობის ქუჩაზე განთავსებული ვოვა ვეკუას ხსოვნის უკვდავსაყოფი მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.

 

1989 წლის 15 ივლისს, აფხაზ სეპარატისტებთან პირველი შეტაკებისას წამებით მოკლეს ვოვა ვეკუა. იგი აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions