2 აგვისტო – „ილიაობას“ აფხაზეთის რეგიონის წარმომადგენლები უმასპინძლებენ

 

2 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში “ილიაობის” ტრადიციული დღესასწაული აღინიშნება. საგურამოს მამულში უამრავი ადამიანი მიდიოდა ილიასთან, რათა ანგელოზის დღე, ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღე მიელოცათ მისთვის.

 

2014 წელს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში 2 აგვისტოს დღესასწაულის აღნიშვნა აღდგა განახლებული ფორმატით. ამ დღეს ილიას მუზეუმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობს და ერთი დღით ისინი ხდებიან საგურამოს სახლის მასპინძლები ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო და მისი სახლი სრულიად საქართველოს სახლია.

 

2014 წელს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის მასპინძლები აჭარის რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ, 2015 წელს დამსწრე საზოგადოებას სამეგრელოს რეგიონმა უმასპინძლა.

 

ტრადიციულად აღინიშნება “ილიაობის” დღესასწაული წელსაც, 2 აგვისტოს. სპეციალურად ამ დღეს მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას აფხაზეთის რეგიონის წარმომადგენლები უმასპინძლებენ. გაიმართება აფხაზური საღამო. მონაწილეობას მიიღებენ აფხაზი ეროვნების სტუმრები, მწერლები და ინტელიგენციის წარმომადგენლები.

 

დასაწყისი 17:00 საათზე

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions