საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მესამე ყოველკვარტალური ანგარიში (ივლისი-სექტემბერი -2016) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ

 

საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტროს მესამე  ყოველკვარტალური  ანგარიში (ივლისი-სექტემბერი -2016) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ

სარჩევი

  1. 1. შესავალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . .  . . . . . . . . . . . 1

II. წამებისგან და შეურაცხყოფისგან თავისუფლება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . 9

III. თვითნებური დაკავება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10

IV. გადაადგილების თავისუფლება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  12

V. უფლება საკუთრებაზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 14

VI. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . .  .  15

VII. დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . .  16

VIII. მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 18

შესავალი

ანგარიშის მიზნები  და  გამოყენებული მეთოდოლოგია


1. 2015 წლის იანვარში  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კვარტალური  ანგარიშების მომზადება, რაც  მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის შეფასებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2015 წელს ოთხი ამგვარი ანგარიში მოამზადა. ეს გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს   2016 წლის მესამე კვარტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს 2016 წლის ივლის - სექტემბრის პერიოდს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შემდგომშიც  განაგრძობს მსგავსი კვარტალური  ანგარიშების მომზადებას. ეს ანგარიშები ემსახურება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, სახელმწიფოებისთვის, სამთავრობოთაშორისი  და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეგულარული და განახლებული ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული  მდგომარეობის შესახებ.

 

2. რაც შეეხება გამოყენებულ მეთოდოლიგიას, ეს საანგარიშო პროექტი აერთიანებს და  აანალიზებს  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ არსებულ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშირისო  ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას. ფორმატის შეზღუდულობის გამო  ანგარიში არ ისახავს მიზნად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევის აღნუსხვას; ის მიზნად ისახავს მხოლოდ ყველაზე მეტად გახმაურებული დარღვევების  შეგროვებას და მათ შეფასებას. გამოყენებული მეთოდოლოგია არ გულისხმობს არც ფაქტების დასადგენად გამიზნულ ვიზიტს საქართველოს ოკუპირებულ რეიოგნებში და არც იქ ინტერვიუების ( გამოკითხვის)  ჩატარებას. ამრიგად,  გამოყენებული მეთოდოლოგია არ აძლევს ამ  საანგარიშო კამპანიას იმის საშუალებას, რომ  შეკრიბოს და მოიძიოს ახალი მონაცემები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ.

 

საოკუპაციო ხელისუფლების პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო


3. ამჟამად საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი,საქართველო და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული  მდგომარეობა ამ ორ რეგიონში მეტად საგანგაშოა. რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ხელისუფლება, ახორციელებს ქმედით კონტროლს აფხაზეთზე/საქართველო და ცხინვალის რეგიონზე/საქართველო.

 

ეს ორი რეგიონი, რომელიც ჯერ ისევ უცხოური სამხედრო ოკუპანტის ხელშია, წარმოადგენს საფრთხის შემცველ  „შავ ხვრელებს“ ადამიანის უფლებათა დარღვევის და დამრღვევთა პასუხისმგებლობის კუთხით. საოკუპაციო ხელისუფლება, ახორცილებეს რა კონტროლს  ამ რეგიონებზე, ხელს უშლის უცხოური ორგანიზაციების შესვლას აფხაზეთში/საქართველოს და ცხინვალის რეგიონში/საქართველო.

 

4. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის  25-ე ყოველწლიურ სესიაზე, რომელიც 2016 წლის 1 - 5  ივლისს გაიმართა, მიღებულ იქნა „რეზოლუცია საქართველოში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.“[1] მიღებული რეზოლუციის თანახმად, “რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო კანონს... იმით რომ აგრძელებს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის   ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას”.[2] რეზოლუცია „დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან... შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.“[3] რეზოლუციაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა სფეროში   არსებული სიტუაცია შეფასდა, როგორც მძიმე.“[4]

 

5.  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ კი, 2016 წლის 29  სექტემბერს  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს 33-ე სესიაზე გაკეთდა “კონსოლიდირებული  განცხადება საქართველოს შესახებ“,[5] 46 ქვეყნის[6] სახელით. კონსოლიდირებული განცხადების შესაბამისად, „საერთაშორისო თანამეგობრობა შეშფოთებულია საქართველოს  ორივე რეგიონში არსებული მდგომარეობით  ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და ჰუმანიტარული სიტუაციით და საერთაშორისო აქტორებისთვის, საგანგებო პროცედურებისა და რეგიონალური  ორგანიზაციების ჩათვლით,  განმეორებითი უარის თქმის გამო რეგიონში შესვლაზე. ზემოთ დასახელებულ დოკუმენტში აგრეთვე ვკითხულობთ: “ჩვენ ვიხსენებთ ორივე რეგიონში არსებული სიტუაციის შეფასებას  გაეროს უმაღლესი კომისრის  მიერ, რომელიც მან  საქართველოში 2014 წლის მაისში ბოლო ვიზიტის დროს გააკეთა  და უარს  კონტროლის განმხორციელებლის მხრიდან  გერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისისთვის ამ რეგიონებში შესვლის ნებართვის გაცემაზე. ჩვენ განვაგრძობთ მოწოდებას ორივე რეგიონში უსაფრთხოდ და შეუფერხებლად  შეუშვან საერთაშორისო და რეგიონალური ადამიანის უფლებათა დამცველი სტრუქტურები  იქ მყოფი კონფლიქტით დაზარალებული პირებისა  და იმ პირების სასარგებლოდ, ვისაც დაცვა ესაჭიროება. აუცილებელია დავეხმაროთ  საერთაშორისო მონიტორებს,  გააკეთონ  ობიექტური და დამოუკიდებელი ანგარიში ადგილზე არსებული სიტუაციის თაობაზე.“[7]

6. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ კი 2016 წლის 13 სექტემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცის ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა ბატონმა  ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 33-ე სესიისადმი გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა შემდეგი: “მე შეშფოთებული ვარ კონტროლის განმახორცილებელის მხრიდან მიღებული განმეროებითი უარით, შეუშვან ჩემი თანამშრომლები, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალში, გენერალური მდივნის მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის კონტექსტში, ამ რეგიონებში შეშვების აუცილებლობის თობაზე  გაკეთებული ხაზგასმის მიუხედავად. ჩვენ ისევ ვიღებთ  განცხადებებს ძალადობის შემთხვევების შესახებ, მკვლელობების, თვითნებური დაკავების, წამების, ცუდად მოპყრობისა და თავისუფლად გადაადგილების თაობაზე.  სხვა სერიოზული დარღვევები მოიცავს გადაუწყვეტელ საკითხებს დაკარგული პირების და მუდმივი გართულებების ჩათვლით სასიცოცხლოდ აუცილებელი წყაროს, განათლების, საკუთრებაზე უფლების და ადმინისტრაციული დოკუკმენტაციის თაობაზე, ისევე  როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შესახებ.“[8]

7. უნდა აღინიშნოს, რომ რეზოლუციაში „საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე“, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაადგინა, რომ ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისია  არის ადგილზე მყოფი  ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმი და სამწუხაროა, რომ  ის ვერ ახერხებს თავისი მანდატის სრულად განხორცილებას, რადგან მას საქართველოს  ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი შესვლაზე უარი ეთქვა.“ [9] იმავე რეზოლუციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დაჟინებით მოითხოვს „რუსეთის ფედერაციისგან,...რომ მან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო  მონიტორინგი ადგილზე შეუშვას.“[10]

8. ევროპის საბჭომ მოამზადა 14-ე კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე, სადაც აღწერა,   inter alia, ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაცია აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში, საქართველო  და მოიცვა  პერიოდი 2016 წლის აპრილსა და 2016 წლის სექტემბერს შორის.[11] უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 12-13 სექტემბერს, ევროპის საბჭოს სამდივნოს დელეგაციამ  კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების მიზნით,   განახორციელა ფაქტების მოსაძიებელი ვიზიტი საქართველოში, მაგრამ მას უარი ეთქვა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში, საქართველო შესვლაზე.[12]

9.  რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო  პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიასთან მიმართებაში  არღვევს ასობით ათას იძულებით გადაადგილებული პირის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ უფლებას თავიანთ მუდმივ, საცხოვრებელ ადგილას საკუთარი სურვილით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას. ევროპის საბჭოს თანახმად, “ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებთან  მიმართებაში უსაფრთხოდ და ნებაყოფლობით დაბრუნების თაობაზე  სინანულით აღვნიშნავთ, რომ  პროგრესი არ შეიმჩნევა.“[13] რეზოლუციაში „ საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე“, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოთქვა შეშფოთება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა გარშემო არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის  შესახებ, როცა განუწყვეტლივ ირღვევა მშობლიურ ადგილას ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ, ღირსეულად და შეუფერხებლად დაბრუნების უფლება, ისევე როგორც საკუთრებაზე უფლება.“[14] იმავე რეზოლუციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დაჟინებით მოითხოვს, რომ „ რუსეთის ფედერაციამ ნება დართოს  ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს და ლტოლვილს უსაფრთხოდ, ღირსეულად და შეუფერხებლად დაბურნდეს თავის  მშობლიურ ადგილას“. [15]

 

10.  უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში  და კერძოდ კი 2016 წლის 26-29 სექტემბერს,  გაეროს საგანგებო მომხსენებლი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ბატონი ჩალოკა ბაიანი   ესტუმრა საქართველოს, მაგრამ მას არ დართეს ნება წვეოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.

 

11.  როგორც უკვე აღწერილი იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2016 წლის აპრილ-ივნისის ანგრიშში, 2016 წლის მაისში ევროპის  კავშირის საგანგებო  წარმომადგენელმა,  ელჩმა ჰერბერტ სალბერმა გამოაგზავნა დამოუკიდებელი უფროსი ექსპერტი ბატონი თომას ჰამერბერგი, რათა ის დაკვირვებოდა   აფხაზეთში/საქართველო არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობას. ეს ინიციატივა ეფუძნება  ჰუმანიტარულ მოსაზრებებს და ემთხვევა ევროპის კავშირის არაღიარებისა და ჩაურევლობის  პოლიტიკას; ის ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენლის მანდატის ადამიანის უფლებათა კომპონენტის თანახმად განხორციელდა.  დადგენილი პირობების თანახმად, უფროსი ექსპერტი  ბატონი თომას ჰამერბერგი ამზადებს ანგარიშს ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენლობისთვის 2016 წლის შემოდგომის დასაწყისში, რაც დაეფუძნება რამდენიმე დაზვერვით შეხვერას თბილისში,ზუგდიდში, სოხუმსა და გალში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ კი  2016 წლის 9-17 მაისს, 2016 წლის 8-17 ივნისს და 2016 წლის 15-23 სექტემბერს ბატონი თომას ჰამერბერგი ესტუმრა თბილისს, ზუგდიდს, სოხუმსა და გალს, ისევე როგორც  აფხაზეთის რეგიონის სხვა რაიონებს. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ნახსენები ინიციატივა გულისხმობს  დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ წარმოებულ   ერთჯერად შეფასებას და არ ნიშნავს რეგულარულ მონიტორინგს  ან ფაქტების დამდგენი მექანიზმის ჩართვას. გარდა ამისა, მისი მიზანი არ არის ცხინვალის რეგიონში, საქართველო ადამიანის უფლებათა სიტუაციის შეფასება.

 

12. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე კვარტლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, რომელიც მოიცავს 2016 წლის აპრილ-ივნისს და კერძოდ კი 2016 წლის 19 მაისს,  ბატონი გიგა ოთხოზორია მოკლული იქნა ე.წ.

 

“მესაზღვრეების“ მიერ, აფხაზეთის საოკუპაციო საზღვრთან. მკველობა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, რომელიც საქართველოს  ხელიფულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.  დადგინდა  ბატონი გიგა ოთხოზორიას მკვლელის ვინაობა. ეს არის ბატონი რაშიდ კანჯი-ოღლი.    ბატონი რაშიდ კანჯი-ოღლი  და მისი თანამზრახველები გაიქცნენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მკვლელობის ჩადენის მერე. საქართველოს პროკურორის სამსახურმა ბრალდბა წაუყენა ბატონ რაშიდ კანჯი-ოღლის ბატონი გიგა ოთხოზორიას წინასწარ განზრახული მკვლელობისთვის და საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად.  არსებულ ვითარებაში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, შეუძლებელი იყო საქართველოს პროკურორის სამსახურისთვის და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ზოგადი სასამართლოებისთვის სამართლის განხორციელება. ამგვარად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ბატონი რაშიდ კანჯი-ოღლი და მისი თანამზრახველები დაუსჯელები დარჩნენ. უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ბატონმა ხაჯიმბამ საჯაროდ განაცხადა, რომ ბატონი რაშიდ კანჯი-ოღლი არ გადაეცემა ქართულ მხარეს.[16] ზემოთ ნახსენები სიტუაცია  ბატონი გიგა ოთხოზორიას  სიცოცხლეზე უფლების ხელყოფის კონტექსტში კიდევ ერთხელ ახდენს იმ ფაქტის დემონსტრირებას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რჩება „ შავ ხვრელად“, ადამიანის უფლებების დამრღვევთა  პასუხისმგებლობის  თვალსაზრისით. ზემოთ აღწერილი სიტუაცია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ საერთაშორისო  მონიტორინგის მექანიზმისთვის  აუცილებელია მყისიერი, შეუფერხებელი და მუდმივი  შესვლა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

 

საოკუპაციო ხაზი და მავთულხლართების, ახალი ბანერების/ნიშნულების მონტაჟი.


13. აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან არსებული საოკუპაციო ზოლი (ასს), ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებაზე გამოყოფს საქართველოს მისი ორი ოკუპირებული ტერიტორიისგან.  2013 წლის  იანვრიდან   რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გააძლიერეს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური წინაღობების მონტაჟი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სასაზღვრო ხაზების გასწვრივ. ამჟამად, ხელოვნური ბარიერების მთელი სიგრძე  ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შეადგენს თითქმის 51 კილომეტრს, ხოლო აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი კი  22  კილომეტრია.

 

 

14. საერთაშორისო საზოგადოება მუდმივად გამოთქვამს შეშფოთებას წვეტიანი ღობის,  მავთულხლართის,  ე.წ. „სასაზღვრე“ ნიშნების და სხვა ხელოვნური ობიექტების საოკუპაციო ხაზებთან     აღმართვის თაობაზე  და  ხაზს უსვამს ამ პროცესის უარყოფით ზეგავლენას ადგილობრივი მოსახლეობის  უფლებების მდგომარეობაზე.

 

15. თავის „რეზოლუციაში საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე“  ეუთოს საპარლამენტო  ასამბლეამ დაგმო „წვეტიანი ღობეების, მავთულხლართების და დამბების    აღმართვის  პროცესი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, რაც გამოყოფს ადგილობრივ ოჯახებს ერთმანეთისგან  და  არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ  უფლებებს, თავისუფლად გადაადგილების, ოჯახური ცხოვრების, საკუთრებაზე უფლების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და სხვა სამოქალაქო და ეკომონიკური უფლებების ჩათვლით.“[17]

 

16. ევროპის საბჭო თავის 14-ე   კონსოლიდირებულ  აგნარიშში საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის აპრილიდან  სექტემბრამდე და ამდენად სრულად ფარავს ამ მიმდინარე მოხსენების საანგარიშო პერიოდს, ადგენს: „სერიოზული  შეშფოთება  ადამიანის უფლებათა სფეროში დარღვევების გამო შეეხო, როგორც „საზღვრის გაყვანის“ პროცესს, აგრეთვე თვითნებურ დაკავებას სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, რაც არაერთხელ გაშუქებულა, როგორც ძირითადი  უარყოფითი მაგალითი, თუმცა ეს არ შემოიფარგლება ამით და ვრცელდება თავისუფლად გადაადგილების, საკუთრების და საოჯახო ცხოვრების, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლებაზე, ისევე როგორც დემარკაციული ხაზის ორივე მხარეს არსებული მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებეზე“. [18]

 

17. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იძულებით გადაადგილებული პირების ადამიანის უფლებების მდგომარეობის  შესახებ გაეროს საგანგებო  მომხსენებელს ბატონ ჩალოკა ბეიანს არ მისცეს ნება შესულიყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში  და ის ეწვია საოკუპცაიო ხაზის მიმდებარე ადგილებს და წერილობით განაცხადა, რომ: „მე ვწუხვარ, რომ წვეტიანი მავთულხლართია აღმართული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან,რომელიც ზღუდავს იძულებით გადაადგილებული პირების თავისუფლად გადაადგილების უფლებას და ქმნის სერიოზულ დაბრკოლებას, რათა ისინი შევიდნენ მათ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე და ხელი მიუწვდებოდეთ საარსებო საშუალებებზე.“ [19]

 

18. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ კი 2016 წლის 8 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმოამდგენელთა პალატამ მიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობის მხარდასაჭერად.[20] მიღებული რეზოლუციის თანახმად, “რუსეთის ფედერაცია აღმართავს მავთულხლართებს და ე.წ. „სასაზღვრე ნიშნებს“     და სხვა  ხელოვნურ წინაღობებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ამით ულახავს ოკუპირებული რეგიონის შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს მათ ფუნდამენტურ    უფლებებსა და თავისუფლებებს,  თავისუფლად გადაადგილების, საოჯახო ცხოვრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და სხვა სამოქალაქო და ეკონომიკური უფლების ჩათვლით“.

 

 

ე.წ. ახალი „ კანონები“


19. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას  ახალი დისკრიმინაციული კანონის მიღების გამო ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.  არსებობს საშიშროება, რომ ე.წ.“კანონები“ შეიძლება გახდეს ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის აგორების საფუძველი.

 

20. უნდა  გვახსოვდეს, რომ  2016 წლის 1 აპრილს ძალაში შევიდა ე.წ. კანონები      „აფხაზეთში მცხოვრებ უცხოელთა სამართლებრივი სტატუსისა“   და „ აფხაზეთში შესვლისა და აფხაზეთიდან  გამოსვლის“ შესახებ.  მსგავსი დოკუმენტი მიიღო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმაც, კერძოდ კი ე.წ. კანონი „ სამხერთ ოსეთში  მცხოვრებ უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის  შესახებ .“  ე.წ. „კანონების“ მიღება მიზანმიმართულად ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ  ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას.

 

21. ე.წ.  კანონი „აფხაზეთში მცხოვრებ უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის  შესახებ“  აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას „უცხოელი მოქალაქის“ კატეგორიას მიაკუთვნებს, რაც მათი დისკრიმინაციის საფუძველია. ბევრი აფხაზეთში და უმეტესწილად გალში მცხოვრები  ეთნიკურად ქართველი, საქართველოს მოქალაქეა. ე.წ. კანონი “ აფხაზეთში მცხოვრები უცხოელების სამართლებრივი სტატუსის შესახებ“  მათ  „უცხოელის“ კატეგორიას მიაკუთვნებს და ამგვარად ზღუდავს  ადამიანის უფლებებს თავისუფლად გადაადგილებაზე, საკუთრებაზე და სამუშაოზე უფლების ჩათვლით. ე.წ. „კანონის“ მიხედვით, იმ ეთნიკურად ქართველებს ვინც საქართველოს მოქალაქეები  არიან,  მიენიჭებათ ბინადრობის უფლება და შესაბამისი შემზღუდავი მუხლები შეამზადებს „კანონიერ“ საფუძველს ეთნიკურად ქართული ოჯახების დევნისთვის. ევროპის საბჭოს თანახმად,  de facto კანონის გამოყენება გალში შეჩერებულია. ეს შესაძლოა აღმოჩნდეს მინიშნება de facto ხელისუფალთათვის, რომ    de facto კანონი პრობლემურია და   ამჟამინდელი ფორმით მისი იმპლემენტაცია  შეუძლებელია. დელეგაციას შეატყობინეს, რომ შესწორებების შეტანის თაობაზე განხორციელებული  რამოდენიმე შესაბამის მცდელობას de facto საპარლამენტო კომიტეტის დონეზე უარი ეთქვა.“ [21]



22. ე.წ. „ აფხაზეთში შესვლისა და გამოსვლის შესახებ“  კანონის შესაბამისად,  მიღებულ იქნა   ვიზების შემოტანის გადაწყვეტილება იმ  სახელმწიფოებისათვის, რომელბიც 1) არ ცნობენ ე.წ „დამოუკიდებელ აფხაზეთს“ და 2) არა აქვთ „ორმხრივი შეთანხმება“ თავისუფალ მოგზაურობაზე. ამ ე.წ. „კანონის“ თანახმად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დატოვოს აფხაზეთი, თუმცა მხოლოდ „აფხაზეთის მოქალაქეებს“ შეუძლიათ დამატებითი ფორმალობების გარეშე აფხაზეთში შესვლა. უნდა აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე და პირი, რომელსაც არა აქვს მოქალაქეობა, შეიძლება განიდევნოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, თუ ეს პირი  საფრთხეს წარმოადგენს უსაფრთხოებისთვისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ე.წ. „კანონი“ საერთაშორისო ორაგიზაციებს  დამატებით წინაღობებს უქმნის  და ამით ხელს უწყობს ამ რეგიონის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას.  ევროპის საბჭოს თანახმად, „ არსებობს აგრეთვე ერთობლივი აზრი, რომ არსებული გარემო უფრო პრობლემურია და ნაწილობრივ ეს ახალი პროცედურებისა და წესების თავისუფლად გამოყენებით არის  გამოწვეული.  დელეგაციას შეატყობინეს, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები აფხაზეთში მოგზაურობისას შეზღუდვებს წააწყდნენ და რამოდენიმეჯერ დაიკითხნენ ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურების მიერ.  საერთაშორისო  და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშვე ქართველ თანამშრომლებს ეკრძლებათ აფხაზეთში შესვლა.“
[22] ევროპის საბჭომ იმსჯელა იმაზე, რომ „ ბუნდოვანება ახლავს ახალი de facto კანონის გამოყენებას law აფხაზეთში  შესვლისა და გამოსვლის პროცედურებთნ მიმართებაში, რაც მოითხოვს, inter alia, რომ ყველა იმ ქვეყნის მოქალაქემ, ვინც ხელი არ მოაწერა „ უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას „ აფხაზეთთან,  აიღოს ქვეყანაში  „შესასვლელი ვიზა“.  დელეგაციამ შეიტყო, იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც  პრაქტიკაში განხორციელებულმა  ნაცვალგებითმა  პირობამ  უფრო  გაართულა საზღვრის გადაკვეთის წესი.“ [23]

 

ე.წ. „პასპორტიზაციის“  ახალი  ტალღა



23. ზემოთ ნახსენები  ე.წ. „კანონების“ მიღება სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების მიერ პირდაპირ კავშირშია  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე „პასპორტიზაციის“ ახალ ტალღასთან.

 

24.  ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ე.წ.   „პასპორტიზაციის“  პროცესი გულისხმობს  300 000  ახალი დოკუმენტის  - 250 000 ე.წ. „პასპორტის“ და 50 000 „ბინადრობაზე უფლების“  დამზადებასა და   გავრცელებას. ზემოთ დასახელებული 300 000  დოკუმენტი უკვე  დამზადდა რუსეთის ფედერაციის „გოზზნაკის“ მიერ, მათი დისტრიბუცია კი  რამდენიმეჯერ  გადაიდო.

 

25 ე.წ. „პასპორტიზაციის“ მიზანი ოკუპირებული  აფხაზეთის მოსახლეობის ორ კატეგორიად დაყოფის კლასიფიკაციაა: „აფხაზეთის  მოქალაქეებად“  და „უცხო ქვეყნის  მოქალაქეებად“. აფხაზეთის მაცხოვრებლები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, უფლებამოსილები არიან მიიღონ ე.წ. „აფხაზური პასპორტები.“ აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ 2014 წელს, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის  ე.წ. „პარლამენტმა“  მიიღო ე.წ. „დეკრეტი“, რომლის ძალითაც მან გააუქმა აფხაზეთში მცხოვრები დაახლოებით 25 000 ეთნიკური ქართველის  ე.წ. „აფხაზური პასპორტი,“ უმეტესწილად გალის რაიონში[24].   დღეს  უკვე ნათელია, რომ 25 000 ეთნიკურად ქართველის  „აფხაზური პასპორტები“  გაუქმდა იმისთვის, რომ ეთნიკურად ქართველებისთვის მიეცათ „უცხოელი მოქალაქეების“ სტატუსი, რაც გულისხმობს მათთვის ადამიანის უფლებების შეზღუდვას. 2016 წლის 16 სექტემბერს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის  „შინაგან საქმეთ მინისტრმა“  გამოაცხადა, რომ 2014 წელს  სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ე.წ.“აფხაზური პასპორტების“ 26 000 ეთნიკურად ქართველისთვის გაუქმების შესახებ.[25] ევროპის საბჭოს თანახმად, „გალში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის პირდაობისა და ბინადრობაზე უფლების დოკუმენტების მდგომარეობა (ნაკლები ხარისხით ეს ეხება ოჩამჩირეში და ტყვარჩელში მცხოვრებთ) ისევ ბუნდოვანია. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობას არა აქვს ვალიდური პირადობის მოწმობა, მას მერე რაც მათ გაუუქმეს  აფხაზეთის  de facto passports, პასპორტები და შესაბამისად მოხდა მათი ანულირება.“[26] 2016 წლის 12 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის   ე.წ „პროკურატურის სამსახურმა“  დაასრულა ე.წ. “გალის რაიონის გამგებლის“ საქმის გამოძიება და შეადგინა „სისხლის სამართლის საქმე“ (რომელიც 150 ტომისგან შედგება) და წარადგინა ე.წ. „სასამართლოში“.[27] სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის „პროკურორის სამსახურის“ თანახმად, 2007-დან 2014 წლამდე   პერიოდში, ე.წ. „გალის რაიონის ყოფილმა გამგებელმა “შეცდომით  გადასცა საქართველოს მოქალაქეობის მქონე  გალის რაიონის 14 998 მაცხოვრებელს ე.წ.“აფხაზური პასპორტი“.[28]

26. სოხუმის  საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. „შინაგან საქმეთა მინისტრმა“  გამოაცხადა, რომ ე.წ.“აფხაზური პასპორტების“ დისტრიბუცია უფრო მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება, ვიდრე ადრე.[29] უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ.“აფხაზური პასპორტების“ დისტრიბუცია და ე.წ.


„ბინადრობზე ნებართვის“ გაცემა ჯერ არ დაწყებულა გალის რაიონში.
[30] ითვლება, რომ გალის რაიონის მოსახლეობის 96% -ს აქვს საქართველოს მოქალაქეობა.[31]

 

27. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ე.წ. „პასპორტიზაციის“  ფარგლებში,  2016 წლის 16  სექტემბერისთვის ოკუპირებული აფხაზეთის მხოლოდ 330 მაცხოვრებელმა მიიღო ე.წ. ახალი „აფხაზური პასპორტი“.[32] სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე. წ. „შინაგან საქმეთა მინისტრის“ თანახმად, აღმოსავლეთ ნაწილში ე.წ.“პასპორტიზაციის“ დასრულება დაგეგმილია 2017 წლის მარტისთვის; არ არის აუცილებელი, რომ ე.წ. „პასპორტიზაციის“ მთლიანი პროცესი  2017 წლის მარტისთვის დასრულდეს.[33]


28.  რადგან ე.წ. “აფხაზეთის პასპორტების“ გაცემის დაწყება დაგეგმილია 2017 მარტისთვის, ე.წ. „პასპორტიზაციის“  ჭეშმარიტი შედეგი და ზეგავლენა ოკუპირებულ  აფხაზეთში  მცხოვრებ  ეთნიკურად ქართველებზე  გამოჩნდება ზემოთ დასახელებული თარიღის შემდგომ. მეორე მხრივ, ე.წ. „პასპორტიზაცია“     წარმოადგენს    უცხოელების სამართლებრივ სტატუსზე და  ქვეყანაში შესვლასა და ქვეყნიდან გასვლაზე, ე.წ.   „კანონების“  მიღების   წინაპირობას.  ეჭვსგარეშეა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  ე.წ. „პასპორტიზაციას“  შეიძლება მოყვეს სიტუაცია, როდესაც ე.წ. ახალი „პასპორტების“ ან ე.წ. „ბინადრობაზე ნებართვის“ არ მქონე ინდივიდები წააწყდნენ მეტ სირთულეს საკუთრებაზე უფლებისა და საოკუპაციო ხაზის  დაუბრკოლებლად გადაკვეთის კუთხით. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ  ეთნიკურ  ქართველებს ყველა საფუძველი აქვთ, რომ შეშფოთდნენ ამ პერსპექტივით; „უცხოელის“ სტატუსი,  სულ  მცირე, შეზღუდავს მათ უფლებას საკუთრებაზე  და დააზიანებს მათი საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების პერსპექტივას; უარეს შემთხვევაში კი, გახდება ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის  აგორების საფუძველი.

 

29. ევროპის საბჭოს თანახმად, “ნათელია, რომ დოკუმენტაციური ხარვეზი ღრმავდება და ადგილობრიბი მოსახლეობა  დაიღალა სამართლებრივი სტატუსის  არსებული რეჟიმით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში საერთაშორისო ჰუმანიტარულმა  აქტორებმა მოუწოდებენ de facto ხელისუფლებას  გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები  და გასცენ გარანტიები, რომ თავიდან აიცილებენ გაურკვევლობას  და ეთნიკური ნიშნით  დისკრიმინაციას, რაც თვის მხრივ გამოიწვევს  გადაადგილებების ახალ რისკს.“[34]

 

II. წამებისა და ცუდად მოპყრობისგან თავისუფლება

30. წამებისა და ცუდად მოპყრობის პრაქტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში  შეშფოთების საგნად რჩებოდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.ევროპის საბჭოს თანახმად, აფხაზეთის რეგიონში „ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ფონზე შეშფოთებას იწვევს თავისუფლად გადაადგილების პრობლემები. დაკავება „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ ან „ საზღვრის ზონის რეჟიმის დარღვევა“ კვლავაც გრძელდება. დელეგაციის საკონტაქტო პირების   თანახმად, თვეში 30 დაკავება მაინც რეგისტრირდება, თუმცა ყველა შემთხვევა არ  აღინუსხება. ამ საკითხთან მიმართებაში, საქართველოს  სახალხო დამცველის ოფისმა გამოთქვა შეშფოთება იმ განცხადებების გამო, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულებს ფიზიკურად უსწორდებიან და იძულებით ამუშავებენ და ეს ყველაფერი აღრმავებს დაუცველობის განცდას.“[35] ევროპის საბჭო ამტკიცებს, რომ ცხინვალის რეგიონში „ დაკავების ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.“[36] ქვემოთ მხოლოდ რამოდენიმე მაგალითია მოყვანილი.

 

31. 2016 წლის 26 ივლისს გორის რაიონის სოფელ ქირბალის შემოგარენში, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა დააკავეს ადგილობრივი მაცხოვრებელი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის და ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენეს. ნაცემი ადგილობრივი მაცხოვრებელი მოგვიანებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,   ქალაქ გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანით.[37]

 

32. 2016 წლის 7 აგვისტოს, „ცხინვალის დაკავების ცენტრში“ სამდღიანი  პატიმრობის  მერე, გორის რაიონის  სოფელ ქვეშის  უკანონოდ დაკავებული მაცხოვრებელი გაათავისუფლეს.  განთავისუფლებული მამაკაცი მაშინვე იქნა გადაყვანილი ქალაქ გორის საავადმყოფოში ფიზიკური დაზიანებების გამო, რომელიც მან მიიღო რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებისგან დაკავების დროს. გორის საავადმყოფოს ექიმების თქმით, სოფელ ქვეშში მაცხოვრებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო; მას ჰქონდა ტვინის შერყევა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები. დაზარალებულის თქმით, ის თავის სახლთან ახლოს იმყოფებოდა, კერძოდ კი საქრთველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ხილის ბაღში მუშაობდა, როდესაც ექვსი შეიარაღებული მამაკაცი მივიდა მასთან და შეეცადა მის დაკავებას. ის არ დაემორჩილა რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებს, რასაც შედეგად მოყვა მისი სასტიკად ცემა და გატაცება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.[38]

 

 

III. თვითნებური დაკავება


33.   რუსეთის ეფესბეს თანამშრომლები რეგულარად აწარმოებენ დაკავებას  ე.წ. “ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების  საოკუოპაციო ხაზის გაყოლებაზე.

34. ევროპის საბჭოს თანახმად, მაგალითად ცხინვალის რეგიონში „დაკავებები“ „სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის“ რეგულარად ხდება, უმეტესად მაშინ, როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლები კვეთენ სასაზღვრო ხაზს განზრახ ან შემთხვევით გაქცეული საქონლის ძიებისას, სარჩო-საბადებლის საშოვნელად, რელიგიურ მსახურებაზე დასასწრებად  და  დაკრძალვების დროს. დაკავებების  რაოდენობა უცვლელია: საქართველოს უშიშროების სამსახურის ინფორმაციის  თანახმად, წლის დასაწყისიდან  სექტემბრის შუა რიცხვებისთვის 109 ადამიანია   დაკავებული. დაკავების ზოგიერთ შემთხვევაში  ფიზიკური შეურაცხყოფაც აღინუსხება. დაკავებულებს, როგორც წესი ანთავისუფლებენ „ჯარიმის“ გადახდის მერე, მაგრამ ქართულმა ხელისუფლებამ დელეგაციას შეატყობინა, ფაქტი, როდესაც ქართული ეროვნების ადამიანი დააპატიმრეს „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთსთვის“ ივნისში და ეს უკანასკნელი, შეაბრუნეს საპატიმროში ახალი ბრალდებით 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებით.[39] უფრო ზუსტად კი, 2016 წლის 8 ივნისს ბატონი გიორგი გიუნაშვილი, საქართველოს მოქალაქე, დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ ცხინვალის რეგიონის  საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე. თავდაპირველად, დაკავებულს მიუსაჯეს პატიმრობის ორი თვე, ე.წ. „საზღვრის უკანონოდ დაკავებისთვის“. მოგვიანებით, კერძოდ კი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ე. წ. „პროკურატურის სამსახურმა“ აღძრა „სისხლის სამართლის“   საქმე ბატონი გიორგი გიუნაშვილის წინააღმდეგ და დაადანაშაულა 2008 წელს  ცხინვალის რეგიონის დაუზუსტებელი ვინაობის მაცხოვრებლის „ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში.[40] საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიჩნია ბატონი გიორგი გიუნაშვილის წინააღმდეგ შედგენილი საქმე გაყალბებულად  და აბსოლუტურად დაუსაბუთებლად.[41] საგანგაშოა ის, რომ ბატონი გიორგი გიუნაშვილი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რჩება უკანონო პატიმრობაში.

 

35.  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქრთველოს ოკუპირებულ რეგიონებში თვითნებური  დაკავების  უამრავი შემთხვევა აღინუსხა. ქვემოთ რამდენიმე მაგალითია მოყვანილი.

 

36. 2016 წლის 13 აგვისტოს, რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა გადაკვეთეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი და  სოფელ რუხში დააკავეს  საქართველოს ორი მოქალაქე. ორივე დაკავებული  აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე  ე.წ. „გალის დაკავების ცენტრში“ გაიტაცეს. საქართველოს ორ მოქალაქეს არ გადაუკვეთია საოკუპაციო ხაზი, მაგრამ  ცურავდნენ მდინარეში, როდესაც ისინი უკანონოდ დააკავეს. დაკავების განსახორციელებლად რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთეს ჰაერში.[42]

 

37. 2016 წლის 4 სექტემბერს გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარის მაცხოვრებელი, დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა ე.წ „ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე. სოფლის მაცხოვრებელმა საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა იმისთვის, რომ დასწრებოდა პანაშვიდს,  ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, სოფელ ხელჩუაშში. დაკავებული გადაიყვანეს ცხინვალის ე.წ. „დაკავების ცენტრში.“[43]

 

38. 2016 წლის 11 სექტემბერს, გორის რაიონის სოფელ კოშკას მაცხოვრებელი დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშორმლებმა ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“. სოფელ კოშკას მაცხოვრებელი სოფლის შემოგარენში  აძოვებდა საქონელს და არ გადაუკვეთია საოკუპაციო ხაზი. რუსეთის ეფესბეს თანამშრომლები შევიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და გაიტაცეს იგი ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.[44]

 

39. 2016 წლის 12 სექტემბერს ხაშურის სამი მაცხოვრებელი დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“. რუსეთის ეფესბეს თანამშრომლების მიერ ამ სამი პირის დაკავებისას ისინი ჩერათხევის ხეობის ტყეში იმყოფებოდნენ და ამგვარად არ გადაუკვეთიათ საოკუპაციო ხაზი. სამივე მაცხოვრებელი გაიტაცეს ცხინვალის რეგიონში.[45]

 

40. 2016 წლის 16 სექტემბერს, გორის რაიონის სოფელ ზემო სობისის  17 წლის მაცხოვრებელი დააკავეს გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა  ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“. გორის რაიონის სოფელ ზემო  სობისის მაცხოვრებელს არ გადაუკვეთია ცხინვალის რეგიონის საზღვარი; ის იმყოფებოდა სოფელ ბერშუეთის ეკლესიაში, როდესაც ის დააკავეს და გაიტაცეს ცხინვალის რეგიონში.[46]


IV. გადაადგილების თავისუფლება


41. შეზღუდვები  თავისუფლად გადაადგილებაზე რჩება წუხილის საგნად, რაც შეფასებულია სხვადასხვა წყაროს მიერ და ხელმისწვდომია საანგარიშო  პერიოდში.

 

42. იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებათა   გაეროს საგანგებო მომხსენებელი ჩალოქა ბეიანი წერს: “ვწუხვარ, რომ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ადმინსიტრაციულ სასაღვრო ხაზზე აღმართული  მავთულხლართი,  აფერხებს  იძულებით გადაადგილებულ პირების და გადაადგილებით დაზარალებული საზოგადოების თავისუფლად გადაადგილებას...“[47] იგივე წერილობით განცხადებაში, ვკითხულობთ, რომ ბატონი ჩალოქა ბეიანი შეხვდა ხურჩასა და ენგურის გამშვებ პუნქტებზე დაბრუნებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებაც უთხრეს, თუ „რა გადაიტანეს და როგორ ზღუდავს მათი თავისუფლლად გადაადგილების უფლებას დოკუმენტაციის არ ქონა, რასაც უარყოფითი ზეგავლენა აქვს თავისუფლად გადაადგილებაზე...“[48] საგანგებო მომხსენებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის რეგიონში მისი შეშფოთების საგანს აგრეთვე წარმოადგენს  „გამყოფი ხაზის უკანონოდ“ გადაკვეთა, ორი გამშვები პუნქტის დახურვა ბოლო ორი თვის განმავლობაში და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტი გამშვები პუნქტის დახურვის საფრთხე.“[49]

 

43.ევროპის საბჭოს ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის რეგიონში, 2016 წლის მაისში ლეკუხონაში და თაგილონში დაიხურა ორი გამშვები პუნქტი. ამჟამად, მოქმედებს ოთხი გამშვები პუნქტი. როგორც კი მოხდა რელევანტური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია,  ხელისუფლებამ მოისურვა ორივე მათგანის დახურვა.[50] ითვლება, რომ აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი და თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა იწვევს კონფლქიტს, საზოგადოების იზოლაციას და უარყოფით ზეგავლენას ახდენს  ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალის მოსახლოების,  ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე. ეს პროცესი დაგმო საქართველოს მთვარობამ, ისევე როგორც სხავდასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ და მთავრობებმა. საერთაშორისო ჰუმანიტარული აქტორები  ამგვარი შეზღუდვების წინააღმდეგნი არიან,  გამშვები პუნქტების დახურვის ჩათვლით.“[51]

 

44. უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ბატონმა ხაჯინბამ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი დარჩება მდინარე ენგურზე, ყველა დანარჩენი კი დაიხურება.[52] ზუგდიდისა და გალის რაიონების მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლები ამბობენ, რომ რუსეთის ეფესბეს თანამშრომლების მოქმედებამ გაამკაცრა კონტროლი მათ გადაადგილებაზე: „ რა ვქნათ? როგორ ვიცხოვროთ, თუ ნორმალურად ვერ გადავაადგილდით? სად ვიშოვოთ საკვები?  - ეს ის შეკითხვებია, რომელსაც ისინი სვამენ.[53]

 

45. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ 2016 წლის 4 ივლისს, ბატონმა თიბილოვმა გამოაცხადა, რომ ე.წ. „საზღვარი“ საქართველოსთან  მომავალში კიდევ უფრო გამკაცრდება რუსეთის ფედერაციის დახმარებით.[54] ევროპის საბჭოს მიერ მოწოდებული ინფომაციის თანახმად, „როგორც დელეგაციას მოახსენეს, მომავალ წელს de facto ხელისუფლება  გეგმავს ახალი სარეგისტრაციო/გადამკვეთი ნებართვების (პროპუსკი) გამოშვებას ახალგორის მკვიდრი ეთნიკური ქართველებისთვის, რომელთა უმრავლესობას იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი აქვს და ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ეს ზომა დაკავშირებულია მანამდე გამოშვებული დოკუმენტის ვადის გასვლასთან, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამ დოკუმენტების გამოყენების უფლებას იძლევა. ამ კონტექსტში, ზოგიერთმა ჰუმანიტარულმა აქტორმა გამოხატა შეშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ იმათი რიცხვი, ვინც იღებს დოკუმენტაციას, ყოველ ჯერზე მცირდება.  არსებული შეფასების თანახმად,  მუდმივი  დოკუმენტაციის არქონა აფერხებს ახალგორის რაიონიდან  5000-მდე ადამიანის თავისუფლად გადაადგილების უფლებას.“[55]

 

46. 2016 წლის 15 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ზნაურის რაიონის ე.წ. “სასაზღვრო ზონის“ სოფლების მაცხოვრებლებმა წერილი მისწერეს ცხინვალის საოკუპაციო  რეჟიმის   ე.წ. „პრეზიდენტს“, „პარლამენტს“ და „მთავრობას“ და მოითხოვეს სოფლებში საკონტროლო-გამშვები პუნქტების გაუქმება. ადგილობრივი მაცხოვრებლების მოთხოვნის თანახმად არსებული გამშვები პუნქტები ხელყოფენ  მათ თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ისინი ამბობენ, რომ რეგულარული კონტროლი ხელს უშლის მათ სოფლებში გადაადგილებას, რომლებიც საოკუპაციო ხაზიდან ექვს კილომეტრში არიან განლაგებულნი.   ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ყოველდღიური ცხვორება გართულებულია, ისევე როგორც კომუნიკაცია ე.წ. სასაზღვრო ზონაში.“[56] უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს  ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში   გადაწყდა   „სასაზღვრო ზონის“ შემოღება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. ე.წ. „სასაზღვრო ზონა“ გულისხმობს თავისუფლად  გადაადგილების კონკრეტულ შეზღუდვას  და აუცილებელია ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საზღვრის უშიშროების სამსახურის“ მიერ გამოშვებული  საგანგებო „ნებართვის“ ქონა „სასაზღვრო ზონაში“ შესასვლელად. [57]

 

V. უფლება საკუთრებაზე


47. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საკუთრებაზე უფლების დარღვევა  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რჩება საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების საგანად.  ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ რეზოლუციაში  „საქართველოში არსებული კონფლქტის შესახებ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოთქვა შეშფოთება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ჰუმანიტარული სიტუაციის თაობაზე, რომლებსაც პერმანენტულად ურღვევენ მშობლიურ ადგილას ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ, ღირსეულად და შეუფერხებლად დაბრუნების უფლებას, ისევე როგორც საკუთრებაზე უფლებას.“[58] გაეროს საგანგებო მომხსენებელი იძულებით გადაადგილებულ პირთა  უფლებების დაცვის საკითხებზე ბატონი ჩალოქა ბეიანი წერილობით განცხადებაში აღნიშნავს, რომ: „ მე ვწუხვარ, რომ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გაყოლებაზე არსებული მავთულხლართი . . . ქმნის  მნიშვნელოვან წინაღობას ადგილობრივი მოსახლებისთვის, რომ შევიდნენ თავის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე და ხელი მიუწვდებოდეთ სასიცოცხლოდ აუცილებელ სურსათზე.“[59]

 

48. ევროპის საბჭოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მისმა „დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია ახალი „ბორდერიზაციის“  გააქტიურების შესახებ  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ხაზის გაყოლებაზე. იმ დროს, როდესაც შეწყდა ადმინისტრაციული სასაზღვრე ზოლის გაყოლებაზე ღობის აღმართვა,  იმატა „სასაზღვრე ნიშნების“ მონტაჟმა  (200-ზე მეტი)  და ეს პრობლემას ქმნის. მათმა აღმართვამ  რამდენიმე ადგილას გამოიწვია საკუთრებაში არსებული მიწების დაკარგვა და სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვების მოპოვების საშუალების მოსპობა, ისევე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დაკავება. დელეგაციის ყურადღება მიიპყრო 2016 წლის აგვისტოში მომხდარმა შემთხვევამ, როდესაც დაძაბულობამ იმატა იმიტომ, რომ ქართველი ფერმერები არ შეუშვეს  მოსავლის ასაღებად გდულეთის მხარეში ახალი  ნიშნულების აღმართვის შემდეგ.“[60]

 

49. 2016 წლის 23 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული  რუსეთის ეფესბეს თანამშრომლები შევიდნენ გორის რაიონის სოფელ სობისის შემოგარენში და კომბაინის მეშვეობით დაიწყეს ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაში მყოფ მიწებზე ქერის მოსავ- ლის აღება. 2016 წლის 24 აგვისტოს დილას, ადგილობრივმა მიწის მესაკუთრეებმა აღმოაჩინეს, რომ  მიმდინარეობდა ქერის მოსავლის აღება და 2 ჰექტარი მათი კუთვნილი მიწიდან ქერის მოსავალი უკვე აღებული იყო. რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა გამოუცხადეს ადგილობრივ მიწის მესაკუთრეებს, რომ მათი სოფლის სამეურნეო ნაკვეთები არ მდებარეობდა „საქართველოს ტერიტორიაზე“.   ერთერთი მიწის მესაკუთრის მიერ მოწოდებული  ინფორმაციის თანახმად, მის ოჯახს უკვე წლებია   საკუთრებაში აქვს   მიწის ნაკვეთი და ის საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ის ამუშავებდა ამ მიწის ნაკვეთს მთელი წლების  მანძილზე და საკმაოდ დიდი თანხა ჩადო 20 ტონა ქერის მოსავლის მისაღებად, ახლა კი მას რუსეთის ეფესბეს თანამშრომლები უკრძალავენ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შესვლას.  მიწის ნაკვეთის მფლობელმა გაიხსენა, რომ შარშან მასთან მივიდნენ რუსეთის ეფესბეს თანამშრომლები და უთხრეს, რომ მისი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის 6 ჰექტარი არ იყო „საქართველოს ტერიტორიაზე.“ უნდა აღინიშნოს, რომ   2016 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რეაგირების შედეგად კომბაინმა შეწყვიტა ქერის მოსავლის აღება, ხოლო 2016 წლის 25 აგვისტოს  ადგილობრივ მოსახლეობას დარჩენილი ქერის მოსავლის ასაღებად მათივე საკუთარი მიწიდან   მიეცა მხოლოდ 5 საათი რუსეთის ეფესბეს თანამშრომლების მიერ. ამ ქმედებამ ვერ გადაჭრა მათი მიწის მესაკუთრეობაზე არსებული საკითხი.[61]

 

 

VI. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.


50. უნდა აღინიშნოს, რომ გალის რაიონში 31 სკოლაა.[62] 31 სკოლიდან მხოლოდ  გალის რაიონის „ქვედა ზონაში“ მყოფ  11 სკოლას  ქონდა ქართული სკოლის სტატუსი 2014-2015 აკადემიური წლის ბოლომდე და საგნები ქართულ ენაზე ისწავლებოდა.[63] 2015-2016 აკადემიური წლის დასაწყისიდან  გალის რაიონის  „ქვედა ზონის“  ამ 11 სკოლის   პროგრამაში რადიკალური ცვლილებები გაკეთდა, რაც გულისხმობს ყველა საგნის რუსულ ენაზე სწავლებას პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კლასებში.[64]

 

51. უნდა აღინიშნოს, რომ 2016-2017 აკადემიური წელი დაიწყო ზემოთ მოხსენიებული ცვლილებების შესაბამისად, რაც გულისხმობს ყველა საგნის რუსულ ენაზე სწავლებას. ზემოთ ნახსენები პოლიტიკა, თუ რამდენიმე წელს გაგრძელდა, ამას მოყვება ქართული პროგრამის რუსული პროგრამით თანდათანობითი ჩანაცვლება გალის რაიონის „ქვედა ზონის“ 11-ვე სკოლაში. ითვლება, რომ  ქართული სტატუსის მქონე  ამ 11 სკოლის  დაბალი კლასის მასწავლებლები (I-დან  V -ე კლასის ჩათვლით) ვალდებულნი არიან დაესწრონ საგანგებო ტრენინგებს რუსული ენის, როგორც სასწავლო ენის გამოყენების თაობაზე.[65] ევროპის საბჭოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთში ქართულ ენაზე სწავლების სიტუაცია კვლავ ყურაღების ქვეშ არის. დეგელაციას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ახალი წლის დაწყებასთან ერთად, რუსული ენა გახდა  ოფიციალური სასწავლო  ენა, გარდა I -  IV კლასებისა, V კლასშიც. ეს პოლიტიკა გალის რაიონის 11-ვე სკოლაში დაინერგა. ქართული ენის სწავლება შეიზღუდა  სამ გაკვეთილამდე კვირაში, ხოლო  ლიტერატურის გაკვეთილიებს კი ორი საათი დაეთმო.“[66] ევროპის საბჭო თვლის, რომ „თავისუფლად გადაადგილებაზე შეზღუდვა უარყოფით ზეგავლენას ახდენს იმ ბავშვების მიერ განათლების მიღების პროცესზე, რომელბიც დადიან ადმინისტრაციული სასაზღვრე  ხაზის მეორე მხარეს მდებარე სკოლებში.“[67]

 

52. იძულებით გადაადგილებულ პირთა  უფლებათა შესახებ გაეროს საგანგებო მომსხენებლის ბატონი ჩალოქა ბეიანის თანახმად, „შეშფოთებას იწვევს გალის ქვედა და ზედა სკოლებში სწავლების   ენის  პროგრესირებადი  გადასვლა   ქართულიდან რუსულზე.“[68]

 

VII. დასკვნები


53. შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აღწერილი სიტუაცია წამებისა და ცუდად მოპყრობისგან თავისუფლების კუთხით  და მაგალითებით, რომლებიც მოწოდებულია საანგარიშო პერიოდისათვის,  წარმოადგენს წამებისა და ცუდად მოპრყობისგან თავისუფლების უფლების  ხელყოფას  და  სამოქალაქო  და პოლიტიკური საერთაშორისო  უფლებების  7 მუხლის, ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის 5 მუხლის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 3 მუხლის და ეუთოს ვალდებულებათა დარღვევას. [69]

 

54. შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აღწერილი სიტუაცია და საანგარიშო  პერიოდში მოწოდებული მაგალითები წარმოადგენენ თვითნებურ დაკავებას და ამგვარად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულების 9-ე, ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის 3-ე, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის 5-ე მუხლების დარღვევას და   ევროპის უსაფრთხოებისა და თამაშრომლობის ორგანიზაციის   შესაბამისი დებულებების შეუსრულებლობას.

 

55. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით აღწერილი სიტუაცია და საანგარიშო პერიოდში მიწოდებული მაგალითები წარმოადგენს გადაადგილების თავისუფლების, კერძოდ კი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ხელშეკრულების 12-ე, ადამიანის უნივერსალურ უფლებათა 13-ე, ადამიანის უფლებათა ევროპის საბჭოს კონვენციის 4-ე პროტოკოლის 2-ე მუხლების და ეუთოს თავისუფლად გადაადგილების ვალდებულების დარღვევას.

 

56. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საკუთრებაზე უფლებასთან მიმართებაში აღწერილი სიტუაცია და საანგარიშო პერიოდში მოწოდებული მაგალითები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის 17-ე, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის 1 პროტოკოლის 1 მუხლების და  ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ვალდებულებათა დარღვევას.

 

57. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებით აღწერილი სიტუაცია და საანგარიშო პერიოდში  მოწოდებული მაგალითები წარმოადგენს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევას და შესაბამისად ადამიანის უნივერსალურ უფლებათა  26 მუხლის  (იკითხება სისტემურ კავშირში 2-ე მუხლთან), ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის 2 პროტოკოლის 2-ე, ბავშვის უფლებათა კონვენციის 28 მუხლის  (იკითხება სისტემურ კავშირში 1 პარაგრაფის 2-ე მუხლთან)  და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ვალდებულებების შესაბამისი დებულებების შეუსრულებლობას.


58. შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს  ოკუპირებულ რეგიონებში აღწერილი სიტუაცია და კერძოდ კი, ე.წ „კანონების“ მიღება, ისევე როგორც „პასპორტიზაციის“ პროცესი არღვევს ადამიანის უფლებათ ევროპის კონვენციის 14-ე მუხლს და 12-ე პროტოკოლს  და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის 26-ე მუხლს და საერთაშორისო კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის  მოსპობაზე;

 

59. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აღწერილი სიტუაცია არღვევს ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და ლტოლვილის და მათი შთამომავლების უფლებას, ეროვნების მიუხედავად, დაბრუნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.[70]


VIII მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი


60. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სახელმწიფოებს, საერთაშორისო შიდა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს:

 

განაგრძონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტის  აღიარება.

 

განაგრძონ რუსეთის ფედერაციის მოწოდება აიღოს თავის თავზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუსიხმგებლობა.

 

განაგრძონ რუსეთის ფედერაციის მოწოდება შეაჩერონ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური წინაღობებისა და ბანერების მონტაჟი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ;

 

მიიღონ დამატებით ზომები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის  მონიტორინგისთვის და ანგარიშისთვის და განსაკუთრებით ხაზგასმით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  მოუწოდებს:

 

 

i)გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის  სამსახურს,  რომ ამ უკანასკნელმა მიიღოს დამატებითი ზომები იმისათვის, რომ რეგულარულად განიხილოს და  შეაფასოს  აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული სიტუაცია.

ii)გაერთიანებული ერების აორგანიზაციის დამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს საგანგებო საპროცესო მანდატის მფლობელებს მიღონ დამატებითი ზომები, რათა განიხილონ და ანგარიში წარმოადგინონ აფხაზეთში და  ცხინვალის რეგიონში  ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის შესახებ.

iii) ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, რათა მიიღოს დამატებითი ზომები საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალში   ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის  დასარეგულირებლად და ანგარიშის მოსამზადებლად;

iv) ევროპის უსაფრთხოებისა და თანაშმრომლობის ორგანიზაციას  და ავტონომიურ ინსტიტუციებს და კერძოდ დემოკრატიული ინსტიტუციების სამსახურს და  ეროვნულ უმცირესობათა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის სამსახურს, რათა გამოინახოს გზები  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული სიტუაციის მონიტორინგისთვის. ეს ნაბიჯები შეიძლება, მათ შორის  მოიცავდეს  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვაზე კონტროლის  განხორციელებას და ანგარიშის მომზადებას  ამ რეკომენდაციების დანერგვის სტატუსის თაობაზე, რომელიც შედის ODIHR/HCNM 2008 წლის ანგარიშში „ საქართველოში მომხდარი ომის შემდგომ კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა.“

განაგრძოს რუსეთის ფედერაციის მოწოდება ნება დართოს ა)  გამოყენებული იქნეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში; ბ) ოფიციალურად და ლეგალურად შეუშვას საერთაშორისო ორგანიზაციების სათანადო მისიები ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჩათვლით საქართველოს ოკუპირებულ  რეგიონებში.

 

განაგრძოს და გააძლიეროს ადამიანის უფლებების დარღვევის დაგმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ისეთის როგორიცაა თავისუფლად გადაადგილების უფლება; წამებისგან და შეურაცხყოფისგან თავისუფლება; უფლება საკუთრებაზე და  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.






[1]
რეზოლუცია საქართველოში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია, თბილისი, საქართველო, 2016 წლის 1-5 ივლისი , გვერდები 25-26 . იხილე:

[2] იხილე  პარაგრაფი 6.

[3] იხილე პარაგრაფი 12.

[4] იხილე პარაგრაფი 7.

[5] კონსოლიდირებული განცხადება საქრთველოს შესახებ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს  33-ე სესია, 2016  წლის  29 სექტემბერი.

[6] ქვეყნების სია: ალბანეთი, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერზეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, კვიპროსი,   ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა,  დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ჰონდურასი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა,მონტენეგრო, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პარაგვაი, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდავეთის რესპუბლიკა, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკია, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, უკრაინა,  ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები.

[7] კონსოლიდირებული განცხადება საქართველოს თაობაზე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 33-ე სესია, 2016 წლის 29 სექტემბერი.

[8] გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 33-ე სესიაზე ადამიანის უფლებათა  დაცვის გაეროს უმაღლესი კომისრის   ზეიდ რაად ალ-ჰუსეინის შესავალი სიტყვა, 2016 წლის 13 სექტემბერი, ჟენევა. იხილე: http://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/GlobalHumanRightsUpdate.aspx

[9] რეზოლუცია საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე, უეთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური  სესია, თბილისი, საქართველო, 2016 წლის 1-5 ივლისი, გვერდები 25-26, პარაგრაფი 10, იხილე:

[10] იხილე პარაგრაფი 17.

[11] საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიში, ევროპის საბჭო ( აპრილი 2016- სექტემბერი 2016),  SG/Inf (2016) 37.

[12] საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე კონსოლიდირებული ანგარიში, ევროპის საბჭო ( აპრილი 2016 - სექტემბერი 2016), 37   2016, SG/Inf (2016) 37,  პარაგრაფი 5.

[13] საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე  კონსოლიდირებული ანგარიში, ევროპის საბჭო ( აპრილი 2016 - სექტემბერი 2016), 37   2016, SG/Inf (2016) 37,  პარაგრაფი 61.

[14] რეზოლუცია საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე, უეთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური  სესია, თბილისი, საქართველო, 2016 წლის 1-5 ივლისი, გვერდები 25-26, პარაგრაფი 8, იხილე:

[15] იხილე პარაგრაფი 17.

[16] აფხაზეთი არ გადასცემს საქართველოს მკვლელობაში ეჭვმიტანილ მესაზღვრეს, „ რია ნოვოსტი“, 2016 წლის 6 ივლსიი, იხ იხილე:

[17] რეზოლუცია საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე, უეთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური  სესია, თბილისი, საქართველო, 2016 წლის 1-5 ივლისი, გვერდები 25-26, პარაგრაფი 9, იხილე: https://www.oscepa.org/documents/all-documents/annual-sessions/2016-tbilisi/declaration-24/3371-tbilisi-declaration-eng/file

[18] კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე, ევროპის საბჭო ( აპრილი 2016- სექტემბერი 2016),  2016, SG/Inf (2016) 37, პარაგრაფი  33.

[19] United Nations expert calls for transition to needs-based approaches to address the situation of IDPs in Georgia, Statement from Special Rapporteur on the Human Rights of Internally Displaced Persons, Mr Chaloka Beyani. United Nations Human Rights Office of the High Commissioner, 6 October 2016.

[20] საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერი რეზოლუცია, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის [20] United Nations expert calls for transition to needs-based approaches to address the situation of IDPs in Georgia, Statement from Special Rapporteur on the Human Rights of Internally Displaced Persons, Mr Chaloka Beyani. United Nations Human Rights Office of the High Commissioner, 6 October 2016.

[20] საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერი რეზოლუცია, აშშ წარმომადგენელთა პალატა, 2016 წლის 8 სექტემბერი, იხილე:

[21] კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში  არსებული კონფლიქტის თაობაზე ( აპრილი 2016- სექტემბერი 2016),    2016, SG/Inf (2016) 37, პარაგრაფი 46.

[22] კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში  არსებული კონფლიქტის თაობაზე ( აპრილი 2016- სექტემბერი 2016),    2016, SG/Inf (2016) 37, პარაგრაფი 27.

[23] კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში  არსებული კონფლიქტის თაობაზე ( აპრილი 2016- სექტემბერი 2016),    2016, SG/Inf (2016) 37, პარაგრაფი 43.

[24]ის რაც შესაძლებელია - წინსვლის გზების მოძიება ქართულ -აფხაზეურ კონტექსტში: ადამიანების გალის რეგიონში,შერგიების რესურსები, 2015 წლის ივლისი, გვერდები 4 და 5, იხილე:

[25] ასლან კობახია: პასპორტების გამოცვლა მკაცრი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს,“ აფხაზინფორმი“ 2016 წლის 16 სექტემბერი, იხილე:

26 გაერთიანებული ანგარიში საქართველოში  არსებული კონფლიქტის თაობაზე ( აპრილი 2015- სექტემბერი 2016),    2016, SG/Inf (2016) 37, პარაგრაფი 45.

[27] საპასპორტო  საქმე გალის რაიონის ყოფილი გამგებლის მიმართ სასამართლოში გადაიგზავნა.“აფსნიპრესი“ , 2016 წლის 12 ივლისი, იხილე: 

[28] საპასპორტო  საქმე გალის რაიონის ყოფილი გამგებლის მიმართ სასამართლოში გადაიგზავნა.“აფსნიპრესი“ , 2016 წლის 12 ივლისი, იხილე: 

[29] ასლან კობახია: პასპორტების გამოცვლა მკაცრი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს,“ აფხაზინფორმი“ 2016 წლის 16 სექტემბერი, იხილე:

[30] საპასპორტო  საქმე გალის რაიონის ყოფილი გამგებლის მიმართ სასამართლოში გადაიგზავნა.“აფსნიპრესი“ , 2016 წლის 12 ივლისი, იხილე: 

[31] თემურ ნადარაია:“ ჩვენი მიზანია რაიონის გაძლიერება და  ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტის გაზრდა“,   “aiaaira.com”,  2016 წლის 19 ივლისი  2016,  იხილე:

[32] ძიაფშბა: ახალი აფხაზური პასპორტები 10 ივლისიდან გაიცემა,“აფსნი“, 2016 წლის 20 ივნისი, იხილე: ; რაც შეეხება ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს, 2015 წლის ივნისში, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დაიწყო ე.წ. „სამხრეთ ოსური  პასპორტების“ ასაღებად განცხადებების მიღება, რისთვისაც აუცილებელია საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა.

[33] შინაგან საქმეთა მინისტრი: უკვე 330 აფხაზური პასპორტია გაცემული,“აფსნიპრესი“, 2016 წლის 16 სექტემბერი, იხილე:

[34] კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში  არსებული კონფლიქტის თაობაზე ( აპრილი 2016- სექტემბერი 2016),    2016, SG/Inf (2016) 37, პარაგრაფი 48.

[35] კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში  არსებული კონფლიქტის თაობაზე ( აპრილი 2016- სექტემბერი 2016),    2016, SG/Inf (2016) 37, პარაგრაფი 42.

[36] კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში  არსებული კონფლიქტის თაობაზე ( აპრილი 2016- სექტემბერი 2016),    2016, SG/Inf (2016) 37, პარაგრაფი 57.

[37] საგანგაშო ინფორმაცია: რუსნა ოკუპანტებმა გორის რაიონში მამაკაცი ცემეს, “Newpost.ge”, 2016 წლის 26 ივლისი,იხილე:     ; Representatives of occupying forces tried to abduct a resident of the village of Kirbali, “Interpressnews”, 27 July 2016, available at

[38] ცხინვალის დაკავების ცენტრიდან განთავისუფლებული პატიმარი ნაცემია,“Interpressnews”,  2016 წლის 7 აგვისტო, იხილე:   ; ცხინვალის დაკავების ცენტრიდან განთავისუფლებული საქართველოს  მოქალაქე ნაცემია, “GHN”, 2016 წლის 7 აგვისტო, იხილე:

[39] კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში  არსებული კონფლიქტის თაობაზე ( აპრილი 2016- სექტემბერი 2016),    2016, SG/Inf (2016) 37, პარაგრაფი 57 -58.

[40] იპრმ-მა შეხვედრა გამართა ერგნეთში, საქართველოს უშიშროების სახელმწიფო სამსახური, 2016 წლის 19 ივლისი, იხილე: ; 10 საკითხი, რომელთა გარშემოც დისკუსია გაიმართა ინციდენტის პრევენციის და რეაგირების მექანიზმების ფარგლებში,  (IPRM), “Kvira.ge”,  2016 წლის 19 ივლისი, იხილე:

[41] 10 საკითხი, რომელთა გარშემოც დისკუსია გაიმართა ინციდენტის პრევენციის და რეაგირების მექანიზმების ფარგლებში,  (IPRM), “Kvira.ge”,  2016 წლის 19 ივლისი, იხილე:

 

[42] საგანგაშო ინფრომაცია: ოკუპანტებმა სოფელ რუხიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს, “Newpost.ge”,  2016 წლის 13 აგვისტო, იხილე:

[43] საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ხელჩუაშში პანაშვიდის დროს დააკავეს მამაკაცი,   “Newpost.ge”, 2016 წლის 9 სექტემბერი, იხილე:

[44] რუსეთის ოკუპანტებმა გაიტაცეს გორის რაიონის სოფელ კოშკას მაცხოვრებელი, “Newpost.ge”,  2916 წლის 11 სექტემბერი, იხილე:  http://www.newposts.ge/?l=G&id=118753

[45] მორიგი გატაცება საქართველოს ცონტროლირებადი ტერიტორიიდან: 3  ქართველი  ოკუპანტების ტყვეობაშია, “Newpost.ge”, 216 წლის 12 სექტემბერი, იხილე:

[46] არასრულწლოვანი გაიტაცეს გორის რაიონიდან, “Newpost.ge”, 2016 წლის 16 სექტემბერი, ეხილე:

[47] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტი  ითხოვს  მოთხოვნილებაზე  ორიენტირებულ  მიდგომაზე გადასვლას, რათა დარეგულირდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა საქართველოში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებათა საკითხებზე  გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა სამსახურის უმაღლესი კომისრის საგანგებო მომხსენებლის ბატონი ჩალოქა ბეიანის განცხადება, 2016 წლის 6 ოქტომბერი.

[48] გაერთიანებული ერების ექსპერტი  ითხოვს  მოთხოვნილებაზე  ორიენტირებულ  მიდგომაზე გადასვლას, რათა დარეგულირდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა საქართველოში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებათა საკითხებზე  გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა სამსახურის უმაღლესი კომისრის საგანგებო მომხსენებლის, ბატონი ჩალოქა ბეიანის განცხადება, 2016 წლის 6 ოქტომბერი.

[49] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტი  ითხოვს  მოთხოვნილებაზე  ორიენტირებულ  მიდგომაზე გადასვლას, რათა დარეგულირდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა საქართველოში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებათა საკითხებზე  გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა სამსახურის უმაღლესი კომისრის საგანგებო მომხსენებლის, ბატონი ჩალოქა ბეიანის განცხადება, 2016 წლის 6 ოქტომბერი.

[50] კონსოლიდირებული მოხსენება საქართველოში არსებულ კონფლიქტზე, ევროპის საბჭო ( აპრილი 2016-სექტემბერი 2016)      2016, SG/Inf (2016) 37, პაგრაგრაფი  41.

[51] კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში  არსებული კონფლიქტის თაობაზე ( აპრილი 2016- სექტემბერი 2016),    2016, SG/Inf (2016) 37, პარაგრაფი 44.

[52] ხაჯიმბამ დაადასტურა: აფხაზეთის მხარე, მხოლოდ  ერთ გამშვებ პუნქტს შეინარჩუნებს მდინარე ენგურზე,   “Accent.com”,    2016 წლის 6 ივლისი, იხილე: http://accent.com.ge/ge/news/details/18400

 

[53] ხაჯიმბამ დაადასტურა: აფხაზეთის მხარე, მხოლოდ  ერთ გამშვებ პუნქტს შეინარჩუნებს მდინარე ენგურზე,   “Accent.com”,    2016 წლის 6 ივლისი, იხილე: http://accent.com.ge/ge/news/details/18400

 

[54] თიბილოვი გეგმავს საქართველოსთან საზღვრის  კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას,   “Kvira.ge”,2016 წლის 4 ივლისი, იხილე:

[55] კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში  არსებული კონფლიქტის თაობაზე ( აპრილი 2016- სექტემბერი 2016),    2016, SG/Inf (2016) 37, პარაგრაფი 59.

 

[56] ეს არ არის კარგი და ძალიან დამამცირებელია, “Okhokavkaza”, 2016 წლის 15 ივლისი, იხილე:

[57] სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საბჭო განიხილავს სასაზღვრე ზონის  საკითხს, “Sputnik-Ossetia”, 2016 წლის 2 აგვისტო, იხილე:

[58]რეზოლუცია საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია,2016 წლის  1-5 ივლისი, გვერდები 25-26, პარაგრაფი 8, იხილე:   

[59] გაერთიანებული ერების ექსპერტი  ითხოვს  მოთხოვნილებაზე  ორიენტირებულ  მიდგომაზე გადასვლას, რათა დარეგულირდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა საქართველოში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებათა საკითხებზე  გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა სამსახურის უმაღლესი კომისრის საგანგებო მომხსენებლის, ბატონი ჩალოქა ბეიანის განცხადება, 2016 წლის 6 ოქტომბერი.

 

[60] კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში  არსებული კონფლიქტის თაობაზე ( აპრილი 2016- სექტემბერი 2016),    2016, SG/Inf (2016) 37, პარაგრაფი 54.

[61] ოკუპანტები ადგილობრივი მოსახლეობის ქერის მოსავალს იღებენ გორის რაიონის  სოფელ სობისში, “Interpressnews”, 2016 წლის 24 აგვისტო, იხილე:    ; რუსმა ოკუპანტებმა მიიტაცეს საქართველოს კუთვნილი 6 ჰექტარი მიწეის ნაკვეთი,   “Newpost.ge”, 2016 წლის 24 აგვისტო, იხილე:  ; რუსეთის კომბაინმა აიღო ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ქერის მოსავალი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, „ტაბულა“, 2016 წლის 24 აგვისტო, იხილე: ;რუსი ოკუპანტებიო აყაჩაღებენ  ქართველ გლეხებს, „თბილისი მედია“, 2016 წლის 27 აგვისტო, იხილე: ;  სოფელ სობისში ჩილინდარაშვილების ოჯახს 5 საათი მისცეს ქერის მოსავლის ასაღებად,  “Interpressnews”,  2016 წლის 25 აგვისტო, იხილე:

[62]2014-2015 აკადემიური წლის ბოლოს, ამ 31 სკოლაში იყო 4,459 მოსწავლე და 918 თანამშრომელი; 4, 459 მოსწავლიდან 97.57% ეთნიკურად ქართველია, ხოლო 918 თანამშრომლიდან 91.78 % ეთნიკურად ქართველია. იხილე ყოველკვირეული პრეს რევიუ აფხაზეთში  არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, მომზადებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ,  2015 წლის 27 ივლისი-2 აგვისტო.

 

[63] შესაძლებელის სფერო -  წინსვლის გზების მოძიება ქართულ-აფხაზურ კონტექსტში: გალის რაიონის ხალხი, შერიგების რესურსები,  2015 წლის ივლისი, გვერდი 10, იხილე:   ; 2014 წლის საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებათ შესახებ , 2015 წლის 5 ივნისი,  გვერდი 26, იხილე:

[64] რუსული პროგრამა ნიშნავს  სწავლებისთვის რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ და რუსეთის ფედერაციაში გამოშვებულ  რუსული სახელმძღვანელოების გამოყენებას.  საქართველოს სახალხო დამცველის საგანგებო მოხსენება  - გალის რაიონში სწავლების უფლება: 2015-2016 აკადემიური წლის მოვლენები და პრობლემები, „ საქართველოს სახალხო დამცველი“, 2015 წლის ოქტომბერი, გვერდი 4 და 5, იხილე:       ; In these classes only few hours is allocated for learning the Georgian language as a foreign language.

[65] ტიმურ ნადარაია: „ ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ რაიოანი და გავზარდოთ სახელმწიფოს ბიუჯეტი“, “aiaaira.com”,  2016 წლის 19 ივლისი, იხილე:

[66] კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში  არსებული კონფლიქტის თაობაზე ( აპრილი 2016- სექტემბერი 2016),    2016, SG/Inf (2016) 37, პარაგრაფი 49.

 

[67] კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში  არსებული კონფლიქტის თაობაზე (აპრილი 2016- სექტემბერი 2016),    2016, SG/Inf (2016) 37, პარაგრაფი 52.

[68] გაერთიანებული ერების ექსპერტი  ითხოვს  მოთხოვნილებაზე  ორიენტირებულ  მიდგომაზე გადასვლას, რათა დარეგულირდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა საქართველოში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებათა საკითხებზე  გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა სამსახურის უმაღლესი კომისრის საგანგებო მომხსენებლის, ბატონი ჩალოქა ბეიანის განცხადება, 2016 წლის 6 ოქტომბერი.

[69]ვენის შემაჯამებელი დოკუმენტი ( 1989) კრძალავს წამებას და სხვა სასტიკ,  არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და სასჯელს.პარაგრაფო 23.4; პარიზის დოკუმენტი  (1990) აგრეთვე კრძალავს წამებას და სხვა სასტიკ, არაადამიანურ მოპყრობასა და სასჯელს; ევროპის უსაფრთხოების    სტამბულის წესდება ეძღვნება „ წამების, სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასა ად სასჯელს ეუთოს მოქმედების ზონაში.“ პარაგრაფი 21.

[70] გენერალური ასამბლეის მიერ 2016 წლის 10 ივნისს მიღებული რეზოლუცია,აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ A/RES/70/265. See also previous resolutions: 69/286  2015 წლის 3 ივნისი;   68/274  2014 წლის 5 ივნისი;    67/268 2013 წლის 13 ივნისი;    66/283 2012 წლის 3 ივლისი;  65/287  2011 წლის 29 ივნისი და ა.შ.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions