ევროპის საბჭოს განხადება აფხაზეთში ე.წ. არჩენებზე და სამხრეთ ოსეთში ე.წ. რეფერენდუმზე

 

ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა დაგმო ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონში და ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ახლახანს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში დე-ფაქტო ხელისუფლებამ ჩაატარა „არჩევნები“. ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აპრილის თვეში ჩაატარებს რეფერენდუმს რეგიონისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით. ეს ინიციატივები არის უკანონო, აფერხებს საქართველოს ლეგიტიმური სუვერენიტეტის გავრცელებას ამ ორ რეგიონზე და ხელს უწყობს რეგიონების შემდგომ იზოლირებას საერთაშორისო თანამეგობრობისგან,“ - აღნიშნა გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომ.

„ევროპის საბჭოს კონგრესი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს წევრი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ გვჯერა, რომ ეს ერთიანობა არის ჩვენს ქვეყნებში რეგიონული განზომილების განვითარების პირველი გარანტია,“ - განაცხადა ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა.

ბეჭდვა